ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მხოლოდ ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 70 ფაქტი გამოავლინეს, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან 4 ფაქტი გურიის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების შემთხვევას წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 576 ფაქტია გამოვლენილი. სხვადასხვა რეგიონში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიიდან ამოღებულია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც“, - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, სააგენტო გეგმავს ისეთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, რომლებიც ტყის მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული. მათ შორისაა მოვლითი და სანიტარიული ჭრები, რაც, თავის მხრივ, ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
„როგორც სამასალე ისე საშეშე მერქნული რესურსის მოპოვება რეგულირებულია. მოქმედებს წესი - არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს. უწყების ყველა ღონისძიება სწორედ ამისკენაა მიმართული“, - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, ტყეზე მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განაახლა სატყეო-სამეურნეო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა. შეძენილ იქნა 21 მაღალი გამავლობის ავტომანქანა რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; 34 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო გზების მოწყობის, ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირებისთვის. 10 დრონი, 750 ფოტო-ხაფანგი და სამხრე კამერები ტყის კონტროლისა და მონიტორინგის
საკანონმდებლო ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 000 ლარი. უკვე მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.
1765444951
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია კალიფორნიის გუბერნატორზე: ასეთი ბოროტი ავადმყოფების დასამარების ეპოქა დაიწყო და მალე წარმატებით დამთავრდება
გიორგი გამსახურდია, კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებას, სადაც ის ტრანსგენდერი ბავშვების ხილვის სურვილზე და ამ ჯგუფის მხარდაჭერაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში აფასებს. გამსახურდია მიიჩნ...
1765444890
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთი...
1765443200
საზოგადოებასუსი: არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ
არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ, - ამის შე...
1765442807
საზოგადოებაგრიპის სეზონი საქართველოში - მდგომარეობა სტაბილურია, ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება
საქართველო გრიპის სეზონს მზად ხვდება. ამჟამად, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, დაფიქ...
1765438184
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ალდე არის ჩვეულებრივი ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაცია მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ოპონენტები თვითონაც უკვე აღარ ლაპარაკობენ ქიმიურ იარაღზე, ეს ალდე მაინც ურცხვად იმეორებს ამას
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ალდეს განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პა...


























