სუსი: კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან

კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.

კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს.

კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყება გამოეხმაურა ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციას, თითქოს ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765455061

საზოგადოება

გია ვოლსკი: ჩვენი საგარეო კურსი არ შეცვლილა - ევროპა შეიცვალა

თუკი რეალური ცვლილებები არ მოხდა პოლიტიკაში და თუკი არ დაინახეს სიმართლე და შესაბამისი ზომები არ მიიღეს, ეს ომი შეიძლება უშველებელ უბედურებაში გადაიზარდოს, რომელიც თავს არა მარტო ევროპას, არამედ მთელს...

გია ვოლსკი

1765453795

ახალი ამბები

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მხოლოდ ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 70 ფაქტი გამოავლი...

აა

1765451483

საზოგადოება

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამით, ვფიქრობ წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან

ამით, ვფიქრობ წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ეხებოდა თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს იუსტიც...

პაატა სალია

1765450727

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პრესის თავისუფლების 2012 წლამდე მაჩვენებელს, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ! რაც შეეხება ორგანიზაციას „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“, ის უნდა გამოცხადდეს ყველაზე ობიექტურ შემფასებლად მსოფლიოში!

ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ორგანიზაციის „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც საქართველოში მედიის მდგომარეობას ეხება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე,...

ირაკლი კირცხალია

1765450670

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „ალდეზე“: ნაცვლად იმისა, რომ ტერორიზმს გმობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას გმობდნენ, აქეთ კიდევ შემოგვიტიეს, რომ თურმე ტერორიზმი მართლაც მათთვის მთლად მისაღები არ არის, მაგრამ ღირსები ვართ

„ნაცვლად იმისა, რომ ტერორიზმს გმობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას გმობდნენ, აქეთ კიდევ შემოგვიტიეს, რომ თურმე ტერორიზმი მართლაც მათთვის მთლად მისაღები არ არის, მაგრამ ღირსები ვართ“...

გიორგი ვოლსკ