ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტების ნაცვლად, საბავშვო ბაღებს იაფფასიან ნაწარმს აწვდიდნენ - საგამოძიებო სამსახურმა 2 მეწარმე სუბიექტი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 2 მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, 2025 წელს გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.
მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
1755847189
ახალი ამბებიშსს: სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლო...
1755846779
ახალი ამბებიცესკო: 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა - საარჩევნო ადმინისტრაციას ჯამში 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართვ...
1755845289
ახალი ამბებიოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზეკლდოვანი მასის...
1755843212
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში +33 გრადუსი დაფიქსირდება. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +29 - უმეტესად ღრუბლიანი სო...
1755840874
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვუსამძიმრებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი შემოქმედება გულში აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმრის განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ჩარკვიანის...