შსს-მ მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 44 პირი დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას აგრძელებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბოლო პერიოდში გამოვლენილი და აღკვეთილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის არაერთი ფაქტი, - აღნიშნულის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს, რომლის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაკავებულია 44 პირი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ხოლო, ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 1 417 პირი, რომელთაგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკორეალიზატორია“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
1755847189
ახალი ამბებიშსს: სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლო...
1755846779
ახალი ამბებიცესკო: 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა - საარჩევნო ადმინისტრაციას ჯამში 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართვ...
1755845289
ახალი ამბებიოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზეკლდოვანი მასის...
1755843212
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში +33 გრადუსი დაფიქსირდება. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +29 - უმეტესად ღრუბლიანი სო...
1755840874
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვუსამძიმრებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი შემოქმედება გულში აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმრის განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ჩარკვიანის...