კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ეს გამახსენდა იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა - ნიკოლოზ სამხარაძე
კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ეს გამახსენდა იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ეს ინფორმაცია თუ მართლა დადასტურდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, როცა საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტიის წევრებს ასე აიძულებს მათი ხელმძღვანელი, რომ ჭამაზე უარი განაცხადონ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა და ეს გამახსენდა ახლა მე იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა. ძალიან სამწუხარო ამბავია, თუ ეს მართლაც ასეა და ნამდვილად არ მახარებს ეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით ამდენი ადამიანი შიმშილობის აქციას იწყებს. ეს უკვე პიროვნული კულტის სფეროში გადადის,"- განაცხადა სამხარაძემ.
მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 21 დეკემბერს, რუსთაველზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
დღის სხვა ამბები:
🔵კარვები გაშალეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც მასობრივი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ
🔵 შესაძლებელია ეროვნული შეთანხმება შედგეს - სახალხო დამცველის და პრეზიდენტის შეხვედრა
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































