კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე: ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა
ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა.
„მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის.
თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი.
უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
1777901431
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის
გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში. მთ...
1777900338
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1777899371
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკთან წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას
„აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მუშაობა და წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას, რომელსაც სრულად განახო...
1777898870
საზოგადოებაპარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე, საორგანიზაციო საკითხები განიხილა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის წ...
1777897016
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და...

























