მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს და საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები წლიდან წლამდე მზარდია და ეს დინამიკა სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც დადებითად აისახება, ქვეყანა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც საინვესტიციო, ისე ტურიზმის სფეროში.

ეკონომიკის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ასევე განიხილა საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის გაფართოება ტრანსპორტსა და ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ ეს პარტნიორობა გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონული კავშირების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ფართო ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში.

მარიამ ქვრივიშვილმა მუსტაფა თურქერ არის დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თურქეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777902785

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვიწევდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ, ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრე...

ირაკლი კობახიძე

1777902229

საზოგადოება

პრემიერი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრე...

ირაკლი კობახიძე

1777901732

ახალი ამბები

კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე: ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა

ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისა...

ირაკლი კობახიძე

1777901431

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის

გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში. მთ...

ირაკლი კობახიძე

1777900338

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი