პრემიერი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალაის განცხადების კომენტირებისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უწევდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ.

„ასეთი განცხადებები არის სამწუხარო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა. ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, მათ შორის, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები, მედიასაშუალებები და ა.შ. ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება. ჩვენ გვიწევდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ. ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები. დანარჩენი არის სამწუხარო. ასეთი განცხადებები არის სამწუხარო, არ არის სამართლიანი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ჩანაცვლდება სამართლიანი განცხადებებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777901732

ახალი ამბები

კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე: ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა

ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისა...

ირაკლი კობახიძე

1777901431

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის

გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში. მთ...

ირაკლი კობახიძე

1777900338

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1777899371

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკთან წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას

„აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მუშაობა და წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას, რომელსაც სრულად განახო...

ლაშა ხუციშვილი

1777898870

საზოგადოება

პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე, საორგანიზაციო საკითხები განიხილა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის წ...

პარლამენტის ბიურო