პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.
1777895226
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე....
1777894227
საზოგადოებაევროსაბჭოს პრეზიდენტი: ჩვენს კონტინენტს უსაფრთხოებისთვის 360 გრადუსიანი ხედვა სჭირდება, მზარდი ქაოსის სამყაროში ეს ხედვა საჭიროებს მკაფიო პრინციპს, რომ ევროპა უნდა იყოს კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის წინა ხაზზე
ევროკავშირი მზად არის, რომ იყოს სანდო პარტნიორი. რომ ეს ხედვა, რეალობად აქციოს. უზრუნველყოს მშვიდობისა და შესაძლებლობების გარდაუვალობა ჩვენი კეთილდღეობისთვის, - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ანტონი...
1777892601
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: ეს არის ის დაჯგუფება, ვის მიმართაც საზოგადოებას საერთოდ არ გააჩნია ნდობა. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რაც მეათედ შექმნილ „ფანჩატურში“ ხდება და რომელიც მათ თავზე ენგრევათ
ეს არის ის დაჯგუფება, ვის მიმართაც საზოგადოებას საერთოდ არ გააჩნია ნდობა. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რაც მეათედ შექმნილ „ფანჩატურში“ ხდება და რომელიც მათ თავზე ენგრევათ, - განაცხადა საპროცედურო ს...
1777890942
მსოფლიოილჰამ ალიევი: სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა
სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტ...
1777890809
საზოგადოებაანდრეი სიბიგა: შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. შევთანხმდით კონტაქტის გაგრძელებაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველ კოლეგასთან განხილულ საკითხებზე მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის...



























