ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკთან წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას

„აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მუშაობა და წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას, რომელსაც სრულად განახორციელებს აზიის განვითარების ბანკი და რომელიც მოიცავს, როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ბანკის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრების შესახებ.

ლაშა ხუციშვილის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. ასევე, იმ პროექტებს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს საქართველოში.

„ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მოწინავეა საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომელსაც ქვეყანაში განხორციელებული აქვს 6 მილიარდამდე ინვესტიცია და მიმდინარე, არსებული პროექტების ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ბანკის პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ცენტრალურ როლს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით და დადასტურდა მხარდაჭერა ბანკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების კუთხით იმისათვის, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გამოიკვეთოს და მათ შორის, განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777901431

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის

გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში. მთ...

ირაკლი კობახიძე

1777900338

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1777898870

საზოგადოება

პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე, საორგანიზაციო საკითხები განიხილა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის წ...

პარლამენტის ბიურო

1777897016

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და...

ირაკლი კობახიძე

1777895226

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე....

პრემიერ-მინისტრი