კომპანია "ბორჯომი" დაწესებული სანქციების გამო წარმოებას დროებით აჩერებს

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი“ დროებით წარმოებას აჩერებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს და მიზეზად  მენეჯმენტს მოყვანილი ჰყავს, რუსეთისთვის დაწესებული სანცქიები.

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, – ნათქვამია IDS ბორჯომის განცხადებაში.

გამოცემა BM.GE-ის ინფორმაციით, 2013 წლიდან IDS Borjomi-ის  60%-იან წილს რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფი“ ფლობს. რომელსაც საკონტროლო პაკეტი პატარკაციშვილების ოჯახმა 460 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

„ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი კი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

„ბორჯომის“ ინფორმაციით, კომპანია საქართველოში 1 000-მდე ადამიანს ასაქმებდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

*  "მარშალ გელოვანის გამზირზე წყლის მილის დაზიანების გამო მოძრაობა შეზღუდულია" - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791299576

ახალი ამბები

ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...

 ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა

1791299385

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია

ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1791298228

საზოგადოება

„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791297512

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...

ეთერ ლიპარტელიანი

1791297483

ახალი ამბები

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატუ...

ნოდარ ჩაჩუა