"კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა" - ირაკლი ღარიბაშვილი
"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევის მიხედვით საქართველო ევროკავშირის 13 სახელმწიფოს უსწრებს, რეგიონში კი - უდავო ლიდერია.
"დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღეს ჩვენი ქვეყანა თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება.
ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს.
მათგან ერთ-ერთი ბოლოა Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევა, რომლის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს აფასებს.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს, რეგიონში კი - უდავო ლიდერია.
ეს შედეგი შესაძლებელი გახადა ჩვენი ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და მთავრობის ღიაობის მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა.
ჩვენ განუხრელად ვაძლიერებთ ძალისხმევას კორუფციისგან თავისუფლების, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის გასაძლიერებლად",- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
სხვა სიახლეები:
🔲 ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა
🔲 თელავში ავტოსაზგაო შემთხვევას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
1792391918
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...
1792391327
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1792390681
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული
5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...
1792387882
ახალი ამბებიდევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...
1792387214
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა
საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, როცა მს...






























