ლადო სადღობელაშვილი: მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის

 „დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტრო 3 მილიონი ლარით ეხმარება. მისივე თქმით, დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუკ და ქუჩის დრამებით.

„დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი! - მე მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ ამ ვერაგი ავადმყოფობით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ ნამდვილად არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. გასაგებია რომ ეს არ კმარა, მაგრამ დამეთანხმებით რომ ეს ის საჭიროებაა, რომელიც ყველა პაციენტის ოჯახს ადგება და იყენებენ კიდეც! ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობის მიღება და “ცეცხლზე ნავთის დასხმა“! - როგორც ზემოთ აღვნიშნე საქართველოში მრავლად არიან ანგაჟირებული პროვოკატორები რომლებიც ამ მძიმე თემაზე საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგის აწყობას ცდილობენ. აქციები, ხმაური, ემოციური შანტაჟი და ახლა უკვე გაურკვეველი „ფონდების“ მიერ შეგროვილი თანხები… - ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ თავად მათ შორის, შიგნით დაიწყო დაპირისპირება! ვინ აგროვებს ფულს, სად მიდის ეს თანხა, ვინ აკონტროლებს, რა მიზნობრიობით იხარჯება. საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო მკაფიო პასუხი. როდესაც საქმე ავადმყოფ ბავშვებს ეხება, პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა აუცილებელია. სახელმწიფოს პროგრამა კონკრეტულია, გაწერილია და ანგარიშვალდებულია. ხოლო ისინი, ვინც გუშინ „ერთად ბრძოლაზე“ საუბრობდნენ, დღეს უკვე ერთმანეთის დადანაშაულებით არიან დაკავებულები. ასე ხდება ხოლმე როდესაც საქმეში უცხო ქვეყნის აგენტურა ერევა! - დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუკ და ქუჩის დრამებით“, - წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779546465

ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა

 ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. სას...

ლევან ახობაძე

1779542034

ახალი ამბები

აფხაზეთობასთან და სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა

 23 მაისს „აფხაზეთობა“ და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებ...

მეუფე შიო

1779539437

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: 26 მაისის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ არის დაგეგმილი - რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, რადგან საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს არ არსებობს

 „26 მაისის აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ დაგეგმილი აქცია. რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს...

ნიკოლოზ მეტრეველი

1779535455

ახალი ამბები

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო

 საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. „სახელმწიფო უს...

პროკურატურა

1779535270

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ საქართველოში არის მედიამრავალფეროვნება და არ არის ის პოლიტიკა, რაც „ნაციონალების“ დროს იყო, რომ მხოლოდ ერთი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ყველასათვის სავალდებულო, გარკვეულ ძალებს რა თქმა უნდა, აშფოთებს

 მედიის თავისუფლება და მედიის მრავალფეროვნება, მმართველი გუნდის შეფასებით, კონკრეტულ ძალებს აშფოთებს და სწორედ ამ მიზეზით ხსნიან თავისუფალ მედიაზე ზეწოლას. გუნდში მიაჩნიათ, რომ ამას ერთადერთი მიზანი ა...

ირაკლი ქადაგიშვილი