ჩინეთში ვიზიტად მყოფი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა.
კახა კალაძემ ნანკინის მერს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ მეტროპოლიტენის გახსნიდან მე-60 საიუბილეო წელს თბილისი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება.
„ვაფასებთ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები ნანკინში, რომელიც უძველესი ქალაქია და ამავე დროს, სწრაფად უწყობს ფეხს თანამედროვეობას. სწორედ ნანკინში მდებარეობს უმსხვილესი ჩინური კომპანია CRRC-ი, რომელმაც დაამზადა მეტროს ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენისთვის. 111 ახალი ვაგონის შეძენა თბილისისთვის მართლაც ისტორიული ფაქტია, რადგან ასეთი მასშტაბური განახლება თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას არ ახსოვს. მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისთვის და იმედია, თბილისში გიმასპინძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ქალაქ ნანკინის მერმა კახა კალაძეს ჩინეთში ვიზიტისთვის და პირისპირ შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ ნანკინში. როგორც ვიცი, პირველად ხართ ჩვენს ქალაქში, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს განვითარების კუთხით. სწორედ ნანკინში მდებარეობს ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კორპორაცია, სადაც დამზადდა თბილისისთვის მეტროს მატარებლის ვაგონები. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნა ლი ჭონგ ძუნიმ.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი გიორგი შარკოვი დაესწრნენ.
1790763912
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა
„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ დონეზე დაეცა, სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მ...
1790761912
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე სასამართლომ ერთ პირს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალი...
1790761582
საზოგადოებაგანათლების სამინისტრო: ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანა წარმოადგენს დროებით აუცილებლობას
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუ...
1790759811
მსოფლიომედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს, ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს
ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხის ჟურნ...
1790758412
საზოგადოებასაარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს
საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგ...



























