პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000 ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ქონების გადასახადისგან 81 ათასი ოჯახი გათავისუფლდება.
დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
აღნიშნული ცვლილება იმ ქონების გადასახადზე გავრცელდება, რომლის დეკლარირება, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს.
1790768550
საზოგადოებაჩინეთში ვიზიტად მყოფი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა. კახა კალაძემ ნანკინის მერს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლი...
1790767132
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირი შეიძლება, თანაბარ სახელმწიფოთა კავშირიდან გადაიქცეს კავშირად, სადაც გადაწყვეტილების მიღებისას პატარა ქვეყნების აზრი აღარ ჩაითვლება მნიშვნელოვნად
„ევროკავშირში დიდი კრიზისია და ამ კრიზისის დაძლევის გზად მიჩნეული აქვთ, დიდ ქვეყნებს, ანუ, კავშირის ძველ წევრებს ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება გადაწყვეტილებების მიღების“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმ...
1790765160
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: დღეს ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე
„ევროკავშირი რა კრიტერიუმებისა და პრინციპების საფუძველზე შეიქმნა? მისი მიზანი იყო, რომ თავისუფალი სახელმწიფოების სუვერენიტეტი უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილიყო და სხვა სახელმწიფოებისთვის ევროკავში...
1790764898
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვ...
1790764016
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევაზე: აგენტურული ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ უკვე საკუთარ რეიტინგებსაც ემალება, ეს ნიშნავს, რომ აგენტურული საქმიანობით ჩვენს ქვეყანაში წარმატებას ვერავინ მიაღწევს
აგენტურული ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ უკვე საკუთარ რეიტინგებსაც ემალება, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილ...




























