ლადო სადღობელაშვილი: რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული - ჯგუფების ქცევა ჰგავს ჯარში ჯარისკაცის ბრძანების შესრულებას, სადაც არ არსებობს ინდივიდუალური აზრი, არ არსებობს მანევრის უფლება… არსებობს მხოლოდ გარედან მიღებული უპირობო დირექტივა
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები დევნილად იქცა, იმჟამინდელ ხელისუფლებასა და დღევანდელ „რუსოფობებს“ პროტესტის ნიშანიც კი არ გამოუხატავთ. პირიქით, ვიხილეთ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გადაცემა და რუსული კაპიტალის აქტიური წახალისება. მაშინ „ნაციკებისთვის“ რუსულ ფულს „სუნი არ ჰქონდა“, რადგან გარე დავალება ასეთი იყო“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული - ჯგუფების ქცევა ჰგავს ჯარში ჯარისკაცის ბრძანების შესრულებას, სადაც არ არსებობს ინდივიდუალური აზრი, არ არსებობს მანევრის უფლება… არსებობს მხოლოდ გარედან მიღებული უპირობო დირექტივა.
მისი შეფასებით, როდესაც პოლიტიკურ ჯგუფს საკუთარი ქვეყნის ტკივილსა და ოკუპაციაზე მეტად უცხოური დირექტივა ამოძრავებს, ის ვერასდროს იმოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
„საკუთარი დღის წესრიგის გარეშე, მაგრამ ჯარისკაცური მორჩილებით დარჩენილი ოპოზიცია! - 2008 წლიდან მოყოლებული, ყოველი აგვისტოს დასაწყისი საქართველოს პატრიოტებს გვიჩენს დიდ ტკივილს და ტრაგედიის შეგრძნებას! ათიათასობით გაუბედურებული ოჯახი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი! ეს არის ის რის წინაშეც დავდექით წინდაუხედავი და გარედან, ანუ უცხო ქვეყნიდან მართული ხელისუფლების პირობებში! რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული - ჯგუფების ქცევა ჰგავს ჯარში ჯარისკაცის ბრძანების შესრულებას, სადაც არ არსებობს ინდივიდუალური აზრი, არ არსებობს მანევრის უფლება… არსებობს მხოლოდ გარედან მიღებული უპირობო დირექტივა! მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, დევნილად იქცა , იმჟამინდელ ხელისუფლებასა და დღევანდელ „რუსოფობებს“ პროტესტის ნიშანიც კი არ გამოუხატავთ. პირიქით, ვიხილეთ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გადაცემა და რუსული კაპიტალის აქტიური წახალისება. მაშინ „ნაციკებისთვის“ რუსულ ფულს „სუნი არ ჰქონდა“, რადგან გარე დავალება ასეთი იყო. 2022 წლის უკრაინის ომის შემდეგ, როგორც კი გარედან მოვიდა ახალი ინსტრუქცია, ამავე ადამიანებმა მყისიერად ჩაიცვეს „რადიკალი რუსოფობების“ ფორმა. 2008 წელს საკუთარი სამშობლოს ტრაგედიამ ვერ გააღვივა მათში ის ანტირუსული განწყობა, რაც 2022 წელს უკრაინაში დაწყებულმა კონფლიქტმა გამოიწვია. ამ ძალებს არ გააჩნიათ ეროვნული ინტერესი, პოლიტიკური ღირებულებები ან საკუთარი მანევრის უფლება. ისინი არიან აბსოლუტურ დაქვემდებარებაში და უსიტყვოდ (შეპასუხების და აზრის გამოთქმის გარეშე) ახორციელებენ გარე დავალებებს. საკუთარი ინიციატივით ნაბიჯის გადადგმა მათთვის უბრალოდ აკრძალულია. როდესაც პოლიტიკურ ჯგუფს საკუთარი ქვეყნის ტკივილსა და ოკუპაციაზე მეტად უცხოური დირექტივა ამოძრავებს, ის ვერასდროს იმოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე! - იყო ზემოთ ნახსენები პოლიტიკური ძალა ან მისი ნატეხი (სატელიტი) არის ყველაზე დიდი სირცხვილი! გჯეროდეს ასეთი ძალის ნიშნავს, რომ ხარ მიამიტი! მხარს უჭერდე ასეთ ძალას ნიშნავს იმას, რომ იზიარებ იმ მოღალატეობრივ მორჩილებას, რასაც ადგილი აქვს ბოლო 20 წლის განმავლობაში, მათი მხრიდან!
P.S. არ მინდა ჩემს ტექსტში ჯარისკაცი, როგორც პროფესია დაკნინებულად იყოს აღქმული! აქვე დავწერ, რომ საქართველოს პატრიოტი და ჯარისკაცი უნდა ემორჩილებოდეს საქართველოს მთავარსარდალს და არა უცხო ქვეყნიდან მოსულ ბრძანებებს!“, - წერს სადღობელაშვილი.
1785842913
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტის ხვედრია, რასაც დაავალებენ, ის გააკეთონ, გვახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, სამხედრო აღლუმს ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყნის შემადგენლობა დაესწრო, ვინაიდან მაშინ დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა
ეს აგენტების ხვედრია. მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ სხვანაირად ელაპარაკათ, ემოქმედათ, ვინაიდან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული და იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის გაშავების კამპანია, - განაცხადა ფრა...
1785840610
ახალი ამბებიფავლენიშვილი აღიარებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ლოიალობას რუსეთის მიმართ ხელი შეუწყო „ევროპაში ძალებმა“
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სწორედ ევროპულმა ძალებმა შეუწყვეს ხელი, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიცია არ ჰ...
1785840431
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: რუსეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად აღუდგინეს, გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები, ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება
„ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის, რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ...
1785839244
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკულ წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვიწევს გააზრება იმისა, თუ რაოდენ დამღუპველია ქვეყნის ხელისუფლებაში უცხოური ინტერესების მომსახურე მარიონეტების მოხვედრა
„ამ განცხადებაში კომპაქტურად და გასაგებად არის ახსნილი ყველაფერი, რითაც საზრდოობდა, საზრდოობს საქართველოში მოქმედი დესტრუქციული შემადგენლობა, ასევე, მათი მხრიდან ღალატის ანატომია“, - წერს ანალიტიკოსი...
1785839047
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით მოქმედებენ ახლაც
„ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. განპირობებული იყო იმით, რომ ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით...





























