„მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით შეიტანეს ცხენის ხორცი და თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას“ - დაკავებულია ორი პირი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. კერძოდ, საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და „ქართული ხორცპროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და
ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება. აღნიშნული
კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა 2026 წლის მაისში საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე, 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1785842913
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტის ხვედრია, რასაც დაავალებენ, ის გააკეთონ, გვახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, სამხედრო აღლუმს ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყნის შემადგენლობა დაესწრო, ვინაიდან მაშინ დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა
ეს აგენტების ხვედრია. მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ სხვანაირად ელაპარაკათ, ემოქმედათ, ვინაიდან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული და იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის გაშავების კამპანია, - განაცხადა ფრა...
1785840610
ახალი ამბებიფავლენიშვილი აღიარებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ლოიალობას რუსეთის მიმართ ხელი შეუწყო „ევროპაში ძალებმა“
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სწორედ ევროპულმა ძალებმა შეუწყვეს ხელი, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიცია არ ჰ...
1785840431
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: რუსეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად აღუდგინეს, გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები, ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება
„ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის, რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ...
1785839244
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკულ წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვიწევს გააზრება იმისა, თუ რაოდენ დამღუპველია ქვეყნის ხელისუფლებაში უცხოური ინტერესების მომსახურე მარიონეტების მოხვედრა
„ამ განცხადებაში კომპაქტურად და გასაგებად არის ახსნილი ყველაფერი, რითაც საზრდოობდა, საზრდოობს საქართველოში მოქმედი დესტრუქციული შემადგენლობა, ასევე, მათი მხრიდან ღალატის ანატომია“, - წერს ანალიტიკოსი...
1785839047
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით მოქმედებენ ახლაც
„ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. განპირობებული იყო იმით, რომ ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით...






























