პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებითი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან სავალდებულო ლიცენზიის გარეშე ჯამში 2 138 771 ლარის ღირებულების ქვიშა/ხრეში მოიპოვეს და რეალიზაცია სხვადასხვა კომპანიებზე განახორციელეს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული თანხა დანაშაულის შენიღბვის, მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით მათ მიერვე წინასწარ შერჩეული იურიდიული პირების ანგარიშებზე ჩარიცხეს, შემდგომ კი საკუთარ და მათთან დაკავშირებული პირების ანგარიშებზე გადარიცხეს. ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა ჯამში 2 235 507 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ოთხი პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო ორი ბრალდებული სხვა დანაშაულისთვის სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. საერთო ჯამში შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად, რასაც მოჰყვა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 და 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1785842913
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტის ხვედრია, რასაც დაავალებენ, ის გააკეთონ, გვახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, სამხედრო აღლუმს ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყნის შემადგენლობა დაესწრო, ვინაიდან მაშინ დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა
ეს აგენტების ხვედრია. მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ სხვანაირად ელაპარაკათ, ემოქმედათ, ვინაიდან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული და იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის გაშავების კამპანია, - განაცხადა ფრა...
1785840610
ახალი ამბებიფავლენიშვილი აღიარებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ლოიალობას რუსეთის მიმართ ხელი შეუწყო „ევროპაში ძალებმა“
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სწორედ ევროპულმა ძალებმა შეუწყვეს ხელი, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიცია არ ჰ...
1785840431
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: რუსეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად აღუდგინეს, გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები, ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება
„ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის, რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ...
1785839244
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკულ წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვიწევს გააზრება იმისა, თუ რაოდენ დამღუპველია ქვეყნის ხელისუფლებაში უცხოური ინტერესების მომსახურე მარიონეტების მოხვედრა
„ამ განცხადებაში კომპაქტურად და გასაგებად არის ახსნილი ყველაფერი, რითაც საზრდოობდა, საზრდოობს საქართველოში მოქმედი დესტრუქციული შემადგენლობა, ასევე, მათი მხრიდან ღალატის ანატომია“, - წერს ანალიტიკოსი...
1785839047
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით მოქმედებენ ახლაც
„ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. განპირობებული იყო იმით, რომ ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით...





























