ლაშა ხუციშვილი: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს

2026 წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 50 მილიონი ლარი, რაც ახალი სამთავრობო ინიციატივის შესაბამისად, მიიმართება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციოდ. ჯამში, ამ მიზნით მიმდინარე წელს 100 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ხოლო დანარჩენი თანხა უკვე განსაზღვრულია 2027 წლის ბიუჯეტში.

სპორტის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 35 მილიონი ლარი.

სკოლების დაფინანსების ნაწილში წარმოქმნილი საჭიროების შესაბამისად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 10 მილიონი ლარი.

მიმდინარე წლის რთველის ფარგლებში, ყურძნის შესყიდვისა და მისი გადამუშავების ხარჯების დაფინანსების მიზნით, დამატებით გამოეყოფა 170 მილიონი ლარი.

ეკონომიკის სამინისტროს 180 მილიონი ლარი გამოეყოფა ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის გადასაცემად. აღნიშნული თანხით, კორპორაცია უზრუნველყოფს ე.წ. ოფციური გაზის შესყიდვას, რომლითაც მომდევნო წლის განმავლობაში განხორციელდება მოსახლეობის მომარაგება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი გაზრდილია 45 მილიონი ლარით.

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის, დამატებით გამოყოფილია 15 მილიონი ლარი.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი ეკონომიაა საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის ნაწილში. შესაბამისად, ამ მიზნით გამოყოფილი თანხა მცირდება 237 მილიონი ლარით.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, რომელიც ნაწილდება წლის განმავლობაში წარმოქმნილი დამატებითი საჭიროებების დასაფინანსებლად, მომდევნო წელს დაგეგმილი რიგი პროექტების დაფინანსებასა და ყველაზე დიდი მოცულობით - ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე.

„ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი თავდაპირველად დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის ნაცვლად, განახლებული გეგმის მიხედვით, მცირდება 1.2 პროცენტამდე, თუმცა შესაძლებელია ფაქტობრივი მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი მივიღოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795514689

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა - მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა - მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მ...

პროკურატურა

1795513955

საზოგადოება

არქიმანდრიტი: რაც ხდება, ყველაფერს ამბობს პატრიარქი, მაგრამ ჩვენ არ ვართ კანონმდებლები - ჩვენი მოვალეობაა მოვუწოდოთ სინანულისკენ, არ გვაქვს უფლება, როგორც კომუნისტები მორწმუნეებს კლავდნენ, ჩვენც ასევე ვინც ღმერთის მტერია, ისინი ჩავქოლოთ და ავკრძალოთ

„გულით ლოცვას, სიყვარულით ლოცვას ისმენს ღმერთი და განსაკუთრებით გირჩევთ, ყოველ დილას ვილოცოთ, რომ არ იყოს პოლიგონი, არ იყოს პოლიცია, სხვადასხვა მოსაზრების გამო ერთმანეთი არ შევჭამოთ“, - ამის შესახებ ა...

არქიმანდრიტი ბენიამინი

1795509820

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...

ირაკლი კობახიძე

1795508644

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ერთბაშად და უხეშად ამ სექტორთან შეხება გამოიწვევს პრობლემებს

საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობი...

ირაკლი კობახიძე

1795507753

საზოგადოება

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა,...

სარფი