პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა - მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა - მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას და ფსიქოტროპულ ნივთიერებას „ალფა პვპ“-ს, „კოკაინს“, „ბუპრენორფინს“, „ოპიუმს“, „კეტამინს“, „მარიხუანას“, „მცენარე კანაფს“ და „კლეფედრონს“.

ასევე, ბრალდებულების ნაწილმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა), 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795505358

საზოგადოება

კონსტანტინე ქათამაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა. სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, ახლად დანიშნული მოადგილე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვა...

კონსტანტინე ქათამაძე

1795503988

საზოგადოება

Trip.com Group-მა საქართველო წლის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად დაასახელა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ავსტრალიაში, სიდნეიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ სამიტზე "2026 Trip.com Group Global Partner Summit" სპეციალური ჯილდო "Strategic Partnership Destination...

Trip.com Group

1795503440

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანი...

მაკა ბოჭორიშვილი

1795502501

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაცია...

მიგრაციის დეპარტამენტი

1795502334

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ინფორმაც...

დაკავება დაკავება