არქიმანდრიტი: რაც ხდება, ყველაფერს ამბობს პატრიარქი, მაგრამ ჩვენ არ ვართ კანონმდებლები - ჩვენი მოვალეობაა მოვუწოდოთ სინანულისკენ, არ გვაქვს უფლება, როგორც კომუნისტები მორწმუნეებს კლავდნენ, ჩვენც ასევე ვინც ღმერთის მტერია, ისინი ჩავქოლოთ და ავკრძალოთ

„გულით ლოცვას, სიყვარულით ლოცვას ისმენს ღმერთი და განსაკუთრებით გირჩევთ, ყოველ დილას ვილოცოთ, რომ არ იყოს პოლიგონი, არ იყოს პოლიცია, სხვადასხვა მოსაზრების გამო ერთმანეთი არ შევჭამოთ“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა ბენიამინმა (ბელქანია) ქადაგებისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ეკლესიას შეუძლია მხოლოდ მოუწოდოს სინანულისკენ, თუმცა, იმავე ფორმით ვერ იმოქმედებს, როგორც კომუნისტები მოქმედებდნენ.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მთავრობას ყველაფერი ისე არ შეუძლია, როგორც საზოგადოებას სურს, იმ საკითხში კი, რასაც მშვიდობის შენარჩუნება ჰქვია, ხელისუფლებას მადლობა ეკუთვნის

„ძალიან მიყვარს ახალარჩეული პატრიარქი, დღეგრძელობა მისცეს ღმერთმა და თუ რამე განსხვავებული აზრები გექნებათ, მოძღვარი იქნება ეს, თუ ერის კაცი იქნება, შეიძლება ეს მოძღვრებთან ერთად თქვა, რამე თუ არ მოგწონს. თუ არა და, ეს მერე იწვევს განკითხვას ერში.

რაც ხდება, ყველაფერს ამბობს ახალი პატრიარქი, მაგრამ ჩვენ, ეკლესია არ ვართ კანონმდებლები. ჩვენი მოვალეობაა მოვუწოდოთ სინანულისკენ. ხშირად მომყავს მაგალითი, როგორია სიონის გვერდში „შანგრი ლა“, ანჩისხატის გვერდში - რესტორანი, კაზინოც არის. ასევეა ყველგან: სადაც ღვთის მსახურები არიან, ეშმაკის მსახურებიც არიან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, როგორც კომუნისტები მორწმუნეებს კლავდნენ, ასევე ჩვენ, ვინც ურწმუნოა, ლიბერალია და ღმერთის მტერია, ისინი ჩავქოლოთ და ავკრძალოთ. მე არ შემიძლია ეს, პატრიარქსაც არ შეუძლია, პატრიარქს შეუძლია მოუწოდოს. მაგრამ ის, რაც ხდება, მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ თავისი კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო - თან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ასევე, მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, ცოცხლები რომ ვართ, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას, მაგრამ ის, რაც ხდება, კაზინოები - ეს უნდა გამოხატო არა სიძულვილით, არა იმით, რომ მოღალატეებო და მტრებო იძახო. ამის მაგალითია წმინდა ნინო - ლოცულობდა მეფე მირიანისთვის, რომელიც მთავრობა იყო; წმინდა გიორგი - მეფე დიოკლიტიანესთვის - ხელისუფლება იყო.ლოცვით გვეშველება, ბოღმით და სიძულვილით მოხდება ის, რაც მოხდა 1991 წელს - ღმერთმა დაგვიფაროს - სამოქალაქო ომი“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ბენიამინმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795505358

საზოგადოება

კონსტანტინე ქათამაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა. სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, ახლად დანიშნული მოადგილე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვა...

კონსტანტინე ქათამაძე

1795503988

საზოგადოება

Trip.com Group-მა საქართველო წლის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად დაასახელა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ავსტრალიაში, სიდნეიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ სამიტზე "2026 Trip.com Group Global Partner Summit" სპეციალური ჯილდო "Strategic Partnership Destination...

Trip.com Group

1795503440

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანი...

მაკა ბოჭორიშვილი

1795502501

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაცია...

მიგრაციის დეპარტამენტი

1795502334

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ინფორმაც...

დაკავება დაკავება