ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრს: არ გრცხვენიათ, ასე რომ იტყუებით? ბოლო აღწერის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 3 მილიონ 900 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც ეთნიკურად ქართველები დაახლოებით 85%-ია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების პოლიტიკურ განცხადებებს უპასუხა, რომლებიც, მისი შეფასებით, ცრუ ინფორმაციას წარმოადგენდა.

„როდესაც გაზრდილ მიგრაციაზე საუბრობთ, კარგი იქნება, მონაცემებში ჩაიხედოთ. ბოლო ორი წელია, მიგრაციული სალდო დადებითია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უარყოფითი სალდო უკვე დაახლოებით სამჯერ არის შემცირებული.

სახელმწიფო ახალისებს აზარტულ თამაშებსო - ესეც მორიგი ტყუილია. ჩვენ ეს სფერო მკაცრი კანონმდებლობით გვაქვს დარეგულირებული. ბოლო ცვლილება, რაც მივიღეთ, განცალკევებული საკითხია და ეს თქვენც კარგად იცით. ამ შემთხვევაშიც ცდილობთ ჩვენი მოქალაქეების ემოციებზე ითამაშოთ და ეს არ შეიძლება. პირდაპირ უნდა თქვათ, რას შეეხება ეს კანონი. ეს არის საერთაშორისო ტურნირებთან დაკავშირებული კანონი. უნდა აღინიშნოს, რომ განხილვების შედეგად კანონის პირველადი ვერსია შეიცვალა და 70%-დან 80%-მდე გაიზარდა სამორინეების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მინიმალური ზღვარი.

მორიგი ტყუილია, რომ ქართველები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ წარმოადგენენ. არ გრცხვენიათ, ასე რომ იტყუებით? ბოლო აღწერის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 3 მილიონ 900 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც, თუ არ ვცდები, დაახლოებით 95% საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ეთნიკურად ქართველები - დაახლოებით 85%. შესაბამისად, ესეც მორიგი სამარცხვინო ტყუილია.

შეეშვით ეკლესიის დამორჩილებასო - ეს რა განცხადებაა? ამით თქვენ ხომ საპატრიარქოსა და დედა ეკლესიას აყენებთ შეურაცხყოფას. ესეც სამარცხვინო განცხადებაა და გთხოვთ, თავი შეიკავოთ. ჩვენი მოსახლეობა და საპატრიარქო გისმენთ და ასეთ სამარცხვინო განცხადებებს არ უნდა აკეთებდეთ. ეს ისევ თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს გვერდით არ ედექითო - როგორ არ გრცხვენიათ, ამას რომ ამბობთ? მშობლების განცხადებები მაინც არ მოისმინეთ? ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ყოველთვის გვერდით დავუდგებით მათაც და სხვებსაც, ვისაც სახელმწიფოს გვერდით დგომა დასჭირდება. მიდით მშობლებთან და იკითხეთ, სად ვერ იგრძნეს ხელისუფლების და სამინისტროს გვერდით დგომა. ეს არის „ნაცობა“, „ნაცური“ მიდგომები.

რაც შეეხება კორუფციაზე განცხადებას, რაც ირაკლი კობახიძე დავამტკიცეთ პრემიერ-მინისტრად, გადავხედოთ, რა ნაბიჯებია გადადგმული. შეიცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა, აბსოლუტურად ყველა სამთავრობო აქტი გახდა გამჭვირვალე, ჩამოყალიბდა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, შეურიგებელი ბრძოლა გამოცხადდა კორუფციის წინააღმდეგ და იცით, რა რანგის ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ სამარცხვინო კორუფციული დანაშაულებები არის ჩადენილი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან რომელი დარჩა უპასუხოდ? ჩვენთვის ის თემები, რომლებიც გარეთ გამოვიტანეთ, პოლიტიკურად წამგებიანი იყო, სერიოზული დარტყმები ავიტანეთ, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. ვინც დასასჯელი იყო, ყველა დასჯილია! კორუფციასთან ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795513955

საზოგადოება

არქიმანდრიტი: რაც ხდება, ყველაფერს ამბობს პატრიარქი, მაგრამ ჩვენ არ ვართ კანონმდებლები - ჩვენი მოვალეობაა მოვუწოდოთ სინანულისკენ, არ გვაქვს უფლება, როგორც კომუნისტები მორწმუნეებს კლავდნენ, ჩვენც ასევე ვინც ღმერთის მტერია, ისინი ჩავქოლოთ და ავკრძალოთ

„გულით ლოცვას, სიყვარულით ლოცვას ისმენს ღმერთი და განსაკუთრებით გირჩევთ, ყოველ დილას ვილოცოთ, რომ არ იყოს პოლიგონი, არ იყოს პოლიცია, სხვადასხვა მოსაზრების გამო ერთმანეთი არ შევჭამოთ“, - ამის შესახებ ა...

არქიმანდრიტი ბენიამინი

1795509820

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...

ირაკლი კობახიძე

1795508644

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ერთბაშად და უხეშად ამ სექტორთან შეხება გამოიწვევს პრობლემებს

საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობი...

ირაკლი კობახიძე

1795507753

საზოგადოება

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა,...

სარფი

1795506520

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს

მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, - განაცხად...

ირაკლი კობახიძე