ირაკლი კობახიძე: მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით
მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
„მიხარია, რომ ყოველდღიურად ეს პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ისინი ყოველდღიურად სთავაზობენ საზოგადოებას და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს, იმისათვის, რომ ისინი იყვნენ აღიარებულები არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებად.
ყველაფერი დევს ხელისგულზე, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობილების საბოტაჟით იყვნენ დაკავებულები.
მათ მოინდომეს, მათ გარისკეს და რისკი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. როდესაც შენ რისკავ და რისკის ხარჯზე ცდილობ კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და პასუხი უნდა გაეცეს ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა პრემიერმა.
1795503440
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანი...
1795502501
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაცია...
1795502334
საზოგადოებასამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ინფორმაც...
1795500662
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, თავი დაიძვრინოს პასუხისმგებლობისგან
რეალურად, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, თავი დაიძვრინოს პასუხისმგებლობისგან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლს...
1795498708
საზოგადოება5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის სხდომა 13:00 საათზე განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს, 13:00 საათზე 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა განახლდება. ოპოზიციური პარტიები...



























