ლევან ჭოტორლიშვილი: თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას

1991-92 წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხვეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ ჩვენ რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ 90-იან წლებში, რამაც ჩემი თაობა დაკარგულ თაობად აქცია, ბატონი ვახტანგი პარლამენტში იჯდა კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის გვერდით, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ვახტანგ ხმალაძის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში.

ჭოტორლიშვილის შეფასებით, 1991-1992 წლების შეიარაღებული გადატრიალების მონაწილეებსა და მათ პოლიტიკურ თანამოაზრეებს, რომელთა გვერდითაც პარლამენტში ვახტანგ ხმალაძე იჯდა, ძალა რომ ჰქონდეთ, ახლაც იმავეს გაიმეორებდნენ, კონსტიტუციასა და პარლამენტს კი არ გააუქმებდნენ, არამედ იარაღით შეიჭრებოდნენ, როგორც მაშინ გააკეთეს და ისევ სისხლის კალოს დააყენებდნენ.

ჭოტორლიშვილი აღნიშნავს, რომ მათ რეალურად თავიანთი ამბიციებისა და ეგოს გახარება სურთ, დასავლეთი, ამერიკა, რუსეთი და ევროკავშირი კი მათთვის მხოლოდ ხალხის მოსატყუებელი დემაგოგიაა, რადგან საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ჯარებიც და ადმირალი ბალტინის ფლოტიც გამოიყენეს.

„თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას. ახლა უყურეთ რა გამოდის. 1991-92წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხვეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ ჩვენ, რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ 90-იან წლებში, შიმშილი, სიბნელე, ომი, ბანდიტების თარეში, რამაც ჩემი თაობა დაკარგულ თაობად აქცია, ბატონი ვახტანგი პარლამენტში იჯდა კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის გვერდით.

ახლაც იმავეს გაიმეორებდნენ, მაგის ძალა, რომ ჰქონდეთ. კონსტიტუციას კი არ დაამხობდნენ, პარლამენტს კი არ გააუქმებდნენ, უბრალოდ შეიჭრებოდნენ პარლამენტში იარაღით, როგორც მაშინ გააკეთეს და ყველაფერი თვითონ იქნებოდნენ, მთავრობაც, პარლამენტიც, კონსტიტუციაც და კონსტიტუციური წესრიგიც. ისევ სისხლის კალოს დააყენებდნენ.

მათ რეალურად ხომ ეს უნდათ თავისი ამბიციები, ავადმყოფური ეგო გაახარონ, თორემ დასავლეთი, აღმოსავლეთი, ამერიკა, რუსეთი, ევროკავშირი ყველაფერი ეს დემაგოგიაა მათთვის ხალხის მოსატყუებლად. როდესაც დასჭირდა რუსეთის ჯარებიც მშვენივრად გამოიყენეს და ადმირალი ბალტინის ფლოტიც“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794641485

ახალი ამბები

„მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ 160 000 ლარს“ - სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენო...

დაკავება დაკავება

1794641256

ახალი ამბები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია: საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. მისიის წევრებმა ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან და ერო...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

1794639470

ახალი ამბები

განათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლე...

განათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის

1794637774

მსოფლიო

The Hill: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინას არ განიხილავენ

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას, ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრ...

ჩინეთის დროშა

1794636223

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ნოემბერს საქართველოში

14 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსა...

ამინდი