ლევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისთვის, ერთადერთი, ჩვენ არ შევეხიდეთ ჩვენი ხალხით ამ ომში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დებატები“ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ამ ურთიერთობების დაძაბვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ დაიწყო.
ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში, საქართველოს არა მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატიასთან დაეძაბა ურთიერთობა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ადმინისტრაციასთანაც.
„ამ ურთიერთობების დაძაბვა დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის აგრესია და ეს შემთხვევითი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროს, ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირთან და ბრიუსელის ბიუროკრატიასთან დაგვეძაბა ურთიერთობა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ადმინისტრაციასთანაც.
ვინაიდან, ყოფილ ადმინისტრაციაშიც და დღევანდელ ბრიუსელის დემოკრატიაშიც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ძალიან სერიოზული გავლენებია, რასაც ბატონი ტრამპი ებრძვის და პირდაპირ ეძახის „დიფ სთეითის“ გავლენებს.
ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისთვის, რაც შესაძლებელი იყო, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, შევიფარეთ 30 ათასამდე უკრაინელი, დავუნიშნეთ მათ სოციალური დახმარებები, ბავშვებს გავუხსენით სასწავლებლები, აბსოლუტურად ყველა რეზოლუციას მივუერთდით, სადაც ათობით ქვეყანა თავს იკავებდა და აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დოკუმენტი რაც არსებობს, საქართველო არის ან თანასპონსორი, ან ამ რეზოლუციას მიერთებული მხარე. შესაბამისად, ყველანაირი დახმარება გავუწიეთ, ერთადერთი, ჩვენ არ შევეხიდეთ ჩვენი ხალხით ამ ომში, ვინაიდან, ეს ჩვენი ომი არ არის.
რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, ძალიან ბევრ რაღაცას დაერქვა თავის სახელი. მათ შორის ამ ომს დაერქვა თავისი სახელი და მათივე თქმით, ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, სადაც სატელიტ ქვეყნად იქნა უკრაინა გამოყენებული. ეს არის მკაფიოდ გაცხადებული და აბსოლუტურად არავინ ოპონირებას არ უწევს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას ამ შეფასებაში. დასავლეთში მოიაზრება წინა ადმინისტრაცია და ბრიუსელი.
ამ ომში ძალიან მაღალია ფსონები და პროგრამა მაქსიმუმი იყო რუსეთის დამარცხება, პროგრამა მინიმუმი იყო რუსეთის შესუსტება იმ დონეზე, რომ სისტემის ნგრევა დაწყებულიყო შიგნით და მეორე პროქსი ქვეყნად გათვალისწინებული იყო საქართველო“, - აღნიშნა მაჭავარიანი.
1774893544
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს უპასუხა....
1774891795
ახალი ამბებიპროკურატურამ ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სა...
1774889652
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივა...
1774888639
ახალი ამბებიმარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბი...
1774887539
ახალი ამბებითბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდა
თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრი ტრადიციუ...































