მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება, ამ დეკლარირებას უკან უდგას ფაქიზი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი

მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, - ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს იმის დეკლარირება, რომ არსებობს სამი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რის უკანაც სარწმუნოების მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს.

„ბოლო წლებში, ხელისუფლება ცდილობს, რომ დაამოწმოს, დეკლარირება გააკეთოს იმისადმი, რომ არსებობს სამი საუნჯე, როგორც წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე ამბობდა - მამული, ენა სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან ის უდგას, რომ რასაკვირველია, ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს სარწმუნოებისადმი და ამ სარწმუნოების აღმასრულებელი ინსტიტუციისადმი და მე ვფიქრობ, რომ ისინიც ასე ფიქრობენ და ასე შეეცდებიან. მოლოდინი მაქვს ამის“, - განაცხადა მეუფე დანიელმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774889652

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივა...

ირაკლი კობახიძე

1774888639

ახალი ამბები

მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბი...

მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1774887539

ახალი ამბები

თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდა

თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრი ტრადიციუ...

თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდა

1774886398

ახალი ამბები

გურიაში ბავშვს მატარებელი დაეჯახა

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ბავშვს მატარებელი დაეჯახა. არსებული ცნობით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. „რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვ...

ლიანდაგი

1774885502

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: სააკაშვილმა 29 მარტს თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, გადაუღეს რენდგენიც, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს თავი შეუძლოდ იგრძნო და პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. სოციალურ ქს...

სპეციალური პენიტენციური სამსახური