პროკურატურამ ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის და ეროვნების მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების და ეროვნების მქონე პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ.
ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში კი მსხვერპლებს პირად ნივთებს ართმევდნენ და თანხას სძალავდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა ჯგუფურად), 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი წამება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1774888639
ახალი ამბებიმარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბი...
1774887539
ახალი ამბებითბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდა
თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრი ტრადიციუ...
1774886398
ახალი ამბებიგურიაში ბავშვს მატარებელი დაეჯახა
გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ბავშვს მატარებელი დაეჯახა. არსებული ცნობით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. „რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვ...
1774885502
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: სააკაშვილმა 29 მარტს თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, გადაუღეს რენდგენიც, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს თავი შეუძლოდ იგრძნო და პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. სოციალურ ქს...
1774884568
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ საქართველოს მწერალთა სახლში მხატვრების - გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა - „აი, რა მზის სიზმარია“ დაათვალიერა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს მწერალთა სახლში მხატვრების - გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა - „აი, რა მზის სიზმარია“ დაათვალიერა, - ინფო...































