ლევან მაჭავარიანი არასამთავრობო ორგანიზაციებზე: მათი ძირითადი ამოცანა არის ინსტიტუტების, სასამართლოს და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაცია და ისინი ამისთვის ძალიან სერიოზულ დაფინანსებასაც იღებდნენ წლების განმავლობაში

„მათი ძირითადი ამოცანა არის ინსტიტუტების, სასამართლოს და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაცია და ისინი ამისთვის ძალიან სერიოზულ დაფინანსებასაც იღებდნენ წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით.
„აბსოლუტურად ყველა გახმაურებული საქმე, რომელზეც ცდილობდნენ, რომ პოლიტიკური იარლიყი მიეწებებინათ და რაც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლომ ყველა შემთხვევაში დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით.
მათთვის ძალიან კარგად არის რეალობა ცნობილი, ისინი მართლა ენდობიან სასამართლოს, თუმცა მათი ამოცანა და დავალება არის ის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსი, როგორც დანარჩენი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტების“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1757316270
სპორტიირაკლი კობახიძე: კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის
საქართველოს მთავრობა ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ასევე 3 მილიონი ლარი დაწე...
1757315354
ახალი ამბებიკახა კალაძე: შეურაცხყოფა და ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის, ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია
თბილისის მერის განცხადებით, შეურაცხყოფა და ბულინგი ოპოზიციის ჩვეულებრივი დღის წესრიგია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებუ...
1757313895
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, თუმცა არა იმ ორმაგი სტანდარტით, რომელიც არსებობს. როგორც მან შესაბამისი შეკი...
1757311981
სპორტიალექსანდარ ჯიკიჩი: ამბობდნენ, რომ პლეი-ოფში შემთხვევით მოვხვდით, დაე, ასე იყოს
ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ (80:70), საქართველოს ნაკრებიდან პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი და კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოცხადდნენ. „ვულოცავ ჩემ გ...
1757311093
ახალი ამბებიფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ტერიტორია, სადაც სამშენებლო პროდუქცია იყო განთავსე...