ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი
დაკავშირებადობის კუთხით ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესი აქვს პირველ რიგში ბრიუსელს შუა დერეფნის სრულფასოვან ამუშავებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, ურთიერთობების დალაგებისთვის ბრიუსელს არაფერი გაუკეთებია.
„4 წლის განმავლობაში ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ ნებისმიერ დროს ჩავალთ ბრიუსელში იმისათვის, რომ თუ რაიმე ტიპის პრეტენზიები არის, რომლებზეც ისინი მზად არიან, რომ არგუმენტირებულად განვიხილოთ. ისინი ამას თავს არიდებენ და თავიანთ აგენტურას მესიჯებს და ნარატივს აწვდიან. ისინი ჯერჯერობით არაფერს აკეთებენ, თუმცა იმის პროგნოზირება, თუ როდის გააკეთებენ, რთული არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სჭირდებათ შუა დერეფანი.
რაც არ უნდა ილაპარაკოს მარტა კოსმა, თუ კაია კალასმა, რომ საქართველო არ ესაზღვრება შავ ზღვას, ყველამ ვიცით, რომ საქართველო შავ ზღვასაც ესაზღვრება, რომ საქართველო შუა დერეფანში საკვანძო ადგილზეა. ყველა ვხედავთ, თუ როგორი ურთიერთობები ყალიბდება საქართველოსა და შუა დერეფნის მონაწილე დანარჩენ ქვეყნებს შორის. ყველა ვხედავთ, როგორი მეგობრობაა ჩვენს მეზობლებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, როგორ ღრმავდება ურთიერთობები შუა აზიის ქვეყნებთან, როგორ სიღრმეშია უკვე ეს მეგობრობის ურთიერთობა ჩინეთთან. სინგაპურთან ვამყარებთ ახლა მჭიდრო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს. შესაბამისად, ბრიუსელსაც მოუწევს ამ ყველაფერთან შეგუება, შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1784986060
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა
გარემოს ეროვნული სააგენტო 26-27 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზ...
1784985512
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს...
1784983815
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიენე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება, თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების, საამაყო წინაპრის
ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიენე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება, თუ სხვა ჩვენი კლასიკოსებ...
1784980763
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იემენის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ საუდის არაბეთსა და თეირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ „ჰუსიტ“ ამბოხებულებს შორის კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. „ჩვენ გვჯერა, რომ...
1784979375
ახალი ამბებისუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 24 და 25 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის...































