სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა
გარემოს ეროვნული სააგენტო 26-27 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა.
„26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
1784979375
ახალი ამბებისუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 24 და 25 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის...
1784976249
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე
ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანსებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის...
1784974490
ახალი ამბებიონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხის წინ გამოცხადდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფ...
1784972355
ახალი ამბებივერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი...
1784972268
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობა...































