ლევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს

 საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ჯო უილსონი სამარცხვინო კლოუნია.

„სამწუხაროდ, არსებობს ისეთი ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში და საბედნიეროდ, ძალიან მცირერიცხოვანია ეს ჯგუფი, მაგალითად, იგივე ბატონი გეგელია, ამერიკაში რომ იყვნენ ჩასულები, ჯო უილსონს რომ შევხვდითო, ვუთხარი, რომ ქართველი ხალხი თქვენ გაღმერთებთო. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ჯგუფი და მადლობა ღმერთს, ძალიან მცირერიცხოვანია ეს ჯგუფი. დანარჩენი, საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, „ფარას“ დოკუმენტაციითაა დადასტურებული. ადამიანი, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს. ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს. ადამიანი, რომელიც თავისი დელეგაციის ხელმძღვანელმა თვითმფრინავში ბორტზე არ აუშვა ამერიკაში დასაბრუნებლად. სამარცხვინო კლოუნი. მასზე რომ დებენ ფსონს აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან. ესეც ერთ-ერთი კომპონენტია, რითაც შეგვიძლია, მივხვდეთ. შესაბამისად, ეს არის სასაცილო ადამიანი. აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. შესაძლოა, თავისი ასაკის გამო ძველი კოლეგები პატივს სცემდნენ. ამით შემოიფარგლება მისი პოლიტიკური წონა. რას გააკეთებს, სად რას შეიტანს, რას დააინიცირებს, საერთოდ არ გვაინტერესებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგს აყალიბებს დღევანდელი ადმინისტრაცია ბატონი ტრამპის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, ჩვენ საქმე მათთან გვაქვს და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯებს მათგან ველოდებით“, - აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784985512

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს...

შალვა პაპუაშვილი

1784983815

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიენე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება, თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების, საამაყო წინაპრის

 ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიენე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება, თუ სხვა ჩვენი კლასიკოსებ...

 შალვა პაპუაშვილი

1784980763

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იემენის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ საუდის არაბეთსა და თეირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ „ჰუსიტ“ ამბოხებულებს შორის კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. „ჩვენ გვჯერა, რომ...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს,

1784979375

ახალი ამბები

სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 24 და 25 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის...

სუსისუსი

1784976249

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე

 ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანსებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის...

დავით მათიკაშვილი