შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც დაბუდებულია ბრიუსელში.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ სანქციების გვერდის ავლა საქართველოში არ მოხდეს და ასევე ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რასთან გვაქვს საქმე. დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით - ყულევში, არც პორტსა და არც ქარხანაში არ ხდებოდა სანქციების დარღვევა. ვერც კი თქვეს, რომ რაიმე სანქცია იყო დარღვეული.
სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე: ზოგიერთ ძალებს სურდათ, საქართველოში შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა და ეს არის ბიზნესი, რომლითაც ეს კონკრეტულად საწარმო იყო დაკავებული და გადამუშავებას ახდენდა, მათ შორის რუსული ნავთობპროდუქტების. სურდათ, ისე შეეზღუდათ, რომ ეს სანქციებში არ შეეტანათ. ჩვენ თავის დროზე ამას ვეუბნებოდით, რომ თუკი რაიმეს შეზღუდვა უნდოდათ, შეეყვანათ სანქციებში, ეთქვათ, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალულია, სანქცირებულია და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ეს არ მოხდება. ისინი კი რას გვეუბნებოდნენ - ბრიტანეთის ელჩი და ევროკავშირის ემისრები დადიოდნენ კარდაკარ და გვეუბნებოდნენ, რომ სანქციებს არ დააწესებდნენ.
თვითონ სანქციებს იმიტომ არ აწესებენ, რომ თვითონ ძალიან კარგად ყიდულობენ რუსეთისგან ნავთობს, მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომაიძულეთ ბიზნესმენები, ნავთობი არ შემოიტანონო. ჩვენ ვუთხარით, რომ შეუძლებელია სამართლებრივ სახელმწიფოში კანონით დაშვებული საქმიანობა აუკრძალო ბიზნესს. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ უკანონო ზეწოლა განგვეხორციელებინა ბიზნესზე. ჩვენ ვუთხარით, რომ ამას სახელმწიფო არ გააკეთებდა, რადგან ეს არ იყო სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც, რასაც უნდოდათ, იმას ეტყოდნენ და აკეთებიდნებდნენ.
რომ ნახეს, რომ სახელმწიფო არ აპირებს, უკანონოდ შეზღუდოს ბიზნესი და არასამართლებრივი გზებით ზეწოლა მოახდინოს, თავად მოახდინეს ეს ზეწოლა. პირდაპირ აქვთ კომუნიკაცია ამ ბიზნესთან. ამ ბიზნესის წარმომადგენლებმა საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს, რომ რუსული ნავთობის ნაცვლად, მას ჩაანაცვლებენ სხვა ნავთობით. ეს მათიბიზნესგადაწყვეტილებაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფომ თქვა, რომ ის კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით არ ჩაერევა ბიზნესში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1784979375
ახალი ამბებისუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 24 და 25 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის...
1784976249
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე
ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანსებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის...
1784974490
ახალი ამბებიონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხის წინ გამოცხადდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფ...
1784972355
ახალი ამბებივერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი...
1784972268
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობა...































