ლევან მაჭავარიანი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციის დუმილზე: ნარატივში დაიკარგა რადიკალური ოპოზიცია

„აგენტურამ მიიღო დავალება, რომ ჩინეთი არ ელანძღათ იქიდან გამომდინარე, რომ კონტრპროდუქტიული აღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე ოპოზიციის დუმილს.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ჩინეთთან მიმართებით ოპოზიცია ნარატივში დაიკარგა.

„გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ როგორ ღლიცინებდნენ და რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში ვიხილეთ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ლიდერები, როგორ ჩაბრძანდნენ ბატონ სი ძინპინთან და როგორ გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობები, რა განცხადებები აკეთეს - თურმე მათი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა ჩინეთთან მჭიდრო კავშირები.

შესაბამისად, ნარატივში დაიკარგა რადიკალური ოპოზიცია და ახლა, რა თქმა უნდა, მათთვის კონტრპროდუქტიული იქნებოდა ამ ყველაფრის ფონზე, რომ ჩინეთზე ისევ ქილიკით დაეწყოთ საუბარი.

შესაბამისად, მიიღეს დავალება, რომ ჯობდა საერთოდ არ ესაუბრათ. ორი დღის განმავლობაში ხმა არ ამოუღია არცერთ აგენტურული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, არც მათ მედიასაშუალებებს ასეთი რანგის ვიზიტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794304881

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები, სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარე...

არჩილ გორდულაძე

1794303193

მსოფლიო

მარკო რუბიო: „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხი ტრამპის საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს. პარიზში „დიდი შვიდეულის“ ს...

მარკო რუბიო

1794302372

ახალი ამბები

დავით კოდუა: ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროე...

დავით კოდუა

1794302109

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში გაემგზავრება სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას. ინფორმ...

მიხეილ ყაველაშვილი

1794300675

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში განხორციელდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო წინ...

შალვა პაპუაშვილი