ირაკლი კირცხალია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებამოსილებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის ბოლო ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ანგარიშში უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია წარმოდგენილი სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

„გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ფუნდამენტური წინააღმდეგობები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში სამწუხაროდ არსებობს. ეს წინააღმდეგობები მხოლოდ ცალკეულ კანონებს, ევროკომისიის ანგარიშს ან დიპლომატიურ განცხადებებს არ უკავშირდება. საკითხი გაცილებით ღრმაა და ეხება სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული მანდატის მნიშვნელობას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის პრინციპებს.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და დემოკრატიული ინსტიტუტები“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ევროკომისიის ბოლო ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს და ანგარიშში ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია წარმოდგენილი სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

„ევროკომისიის ანგარიშში რამდენიმე ფუნდამენტური პოლიტიკური შეკითხვაა, რომლებსაც პირდაპირი პასუხი სჭირდება: ვინ იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოში? ვინ განსაზღვრავს ჩვენს კანონებს? სად გადის პარტნიორობასა და სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას შორის ზღვარი?

ჩვენგან ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ისეთი კანონების გაუქმებას ითხოვენ, როგორიცაა გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები. ქართველ ხალხს არ ეკითხებიან, სურთ თუ არა ამ კანონების გაუქმება. საუბრობენ „უსამართლოდ დაკავებულებზე" - ვინ არიან „უსამართლოდ დაკავებულები", ვისზეც ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ სისტემური წამების შემოქმედები იყვნენ? ვინ არიან „სინდისის პატიმრები“, ვინც გარედან მართულ აქციებზე პოლიციელებს ასახიჩრებდნენ და სახელმწიფო ინსტიტუტებს თავს ესხმოდნენ? მერაბ კოსტავას სამშობლოში „სინდისის პატიმრის“ წოდებას განსაკუთრებული ისტორიული და მორალური მნიშვნელობა აქვს. მისი გამოყენება ვერ იქნება პოლიტიკური ეტიკეტი, რომელიც მტკიცებულებებს ჩაანაცვლებს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოში ექვსი რევოლუციის მცდელობა იყო და ის, რაც ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებად შეფასდა, საუბარია ცეცხლწაკიდებულ პოლიციელებზე, იმავე ქმედებისთვის საფრანგეთში მკვლელობის მუხლით იწყება გამოძიება.

„თბილისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ანტისამთავრობო მიტინგებზე იდგნენ. დიპლომატიური მისიები და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირები პირდაპირ იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. რაზე ვსაუბრობთ? მიზანი ხომ ისედაც ნათელია! მათ არ აწყობთ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნებს. მათ სჭირდებათ მათივე ინტერესების გამტარებელი აგენტები, რომლებსაც ყველაფერს გააკეთებინებენ და ქვეყანას კიდევ ერთხელ გახვევენ ომის ქარცეცხლში.

რაც შეეხება მოსამართლეების ე.წ ვეტინგს, კითხვაა - ვის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი მოსამართლეები? მიუღებელია ისეთი მოდელი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ნაცვლად, მის საქმიანობაზე გარედან პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობას შექმნის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პარლამენტის კანონებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებს საბოლოოდ გარედან განსაზღვრავენ, რა რჩება ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუტების უფლებამოსილებიდან?

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით. ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ. დიალოგის საწყისი პირობა უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური წესრიგისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა.

ეს არ არის არჩევანი ევროპასა და საქართველოს შორის. ეს არის მოთხოვნა, რომ ევროპული მომავალი შენდებოდეს სუვერენულ სახელმწიფოზე და არა მისი უფლებამოსილებების გაუფასურებაზე. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება, სამართლის უზენაესობა და პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. საქართველოს ევროპული გზა უნდა იყოს ღირსეული, დამოუკიდებელი საქართველოს გზა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794300398

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერც...

შალვა პაპუაშვილი

1794299517

ახალი ამბები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გ...

„არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია

1794299184

ახალი ამბები

პროკურატურამ 2000-2001 წლებში სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების ფაქტზე სპორტის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრ...

პროკურატურა

1794299138

ახალი ამბები

კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ

„თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ ქვეყანა დააზიანო“, - ამის შესახებ დედაქ...

კახა კალაძე

1794299077

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს და ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთ...

ირაკლი კობახიძე