ლევან მახაშვილი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ერთი წამით წარმოიდგინეთ სავიზო რეჟიმები ჩვენი მეზობლების მიმართ, ეს წარმოიდგინეთ რა კატასტროფა იქნება ტურიზმისთვის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, არ აპირებს რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას, მეზობლებთან სავიზო რეჟიმის დაწესებასა და მათ მიმართ ევროკავშირის კრიტიკულ განცხადებებთან შეერთებას, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

„სახელმწიფოს, რომელსაც აქვს 20% ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან; სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია დასავლური, სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა, ასეთ სახელმწიფოს მოუწოდებენ თავის უშუალო მეზობლებთან, ყველასთან თან, თავის ყველა უშუალო მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას. ამ საკითხზეა ხაზგასმა 31-ე თავში. პირველი ეს არის განცხადებებს მიერთება.

საუბარია იმაზე, რას არ მიუერთდა საქართველო. არ მიუერთდა ევროკავშირის დამგმობ განცხადებებს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით, თურქეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის მიმართ, აღარაფერს ვამბობ სხვა მეზობლებზე.

მეორე იყო სავიზო რეჟიმები - ერთი წამით წარმოიდგინეთ სავიზო რეჟიმები ჩვენი მეზობლების მიმართ. ეს წარმოიდგინეთ რა კატასტროფა იქნება ტურიზმისთვის, რა კატასტროფა იქნება ჩვენი, როგორც სავაჭრო დერეფანში საკვანძო სახელმწიფოსთვის.

მესამე საკითხი ეს იყო სანქციები. უკაცრავად, მაგრამ რუსეთის მიმართ იქნება თუ სხვა ქვეყნების მიმართ, ორმხრივი სანქციებს მიერთებას საქართველო არ აპირებს. არ აპირებს ისევ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საფრთხე და იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის“, - აღნიშნავს ლევან მახაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794304881

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები, სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარე...

არჩილ გორდულაძე

1794303193

მსოფლიო

მარკო რუბიო: „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხი ტრამპის საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს. პარიზში „დიდი შვიდეულის“ ს...

მარკო რუბიო

1794302372

ახალი ამბები

დავით კოდუა: ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროე...

დავით კოდუა

1794302109

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში გაემგზავრება სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას. ინფორმ...

მიხეილ ყაველაშვილი

1794300675

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში განხორციელდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო წინ...

შალვა პაპუაშვილი