მარკო რუბიო: „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხი ტრამპის საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს.

პარიზში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის პოლიტიკას საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, მიუხედავად იმისა, რომ შუალედურ არჩევნებში მისმა „რესპუბლიკურმა“ პარტიამ მძიმე მარცხი განიცადა.

მისი თქმით, ტრამპი ირანთან და რუსეთ-უკრაინის ომში კონფლიქტების დასრულებას ისახავს მიზნად, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებული შტატები კვლავ პრინციპით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ იმოქმედებს.

„კონგრესს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში თავისი როლი აქვს, განსაკუთრებით, დაფინანსებისა და ზედამხედველობის კუთხით, თუმცა საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება პრეზიდენტი“, - განაცხადა რუბიომ.

როგორც Associated Press-ი წერს, პარიზში გამართული შეხვედრა რუბიოს პირველი საგარეო ვიზიტია მას შემდეგ, რაც შუალედური არჩევნების შედეგად „დემოკრატებმა“ კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს. მათი წარმატება, ნაწილობრივ, ადმინისტრაციის არაპოპულარულ პოლიტიკას, მათ შორის ირანის ომს უკავშირდება. ამ ფონზე აშშ-ის მოკავშირეებში კითხვები გაჩნდა, შეცვლის თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ პოზიციებს.

რუსეთ-უკრაინის ომის, ირანისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საკითხებზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ორდღიანი შეხვედრების დაწყებისას მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტები, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დასრულდეს.

რუბიოს განცხადებით, აშშ არ შეცვლის პოზიციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ და კვლავ გააგრძელებს ამ ინსტიტუტის წინააღმდეგობას. „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრები სასამართლოს მონაწილეები არიან, ტრამპის ადმინისტრაცია კი მისი დაშლისკენ ისწრაფვის, - წერს სააგენტო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794299138

ახალი ამბები

კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ

„თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ ქვეყანა დააზიანო“, - ამის შესახებ დედაქ...

კახა კალაძე

1794299077

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს და ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთ...

ირაკლი კობახიძე

1794298789

საზოგადოება

კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს

„ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობები დიდ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს. „ვიცე-პრეზიდენტის...

კახა კალაძე

1794298028

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ, დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც

„მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრ...

თორნიკე ჭეიშვილი

1794296973

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე – „ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს“

არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ხუთდღიანი დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადის შემდეგ, დღეს დაიწყება სასამართლო...

არჩილ გორდულაძე