შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში განხორციელდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო წინ მიდის და ძლიერდება, რაც „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის.
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში და ეს პირველი ვიზიტი, რომ სწორედ საქართველოში იყო, ესეც არის იმის დასტური, რომ საქართველო წინ მიდის და საქართველო ძლიერდება. ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ და ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო იკავებს ძლიერ პოზიციებს, როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში და ამ მხრივ ეს არის სწორედ დასტური ჩვენი წარმატებული პოლიტიკისა.
მეორეს მხრივ, ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ ზომაში, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებს შორის, არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ.
ჩვენ ვხედავთ თანასწორ, პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებით და საქართველოს და ქართველი ხალხის რაღაც დაკნინებულად წარმოდგენით და თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, ამის წარმოდგენით ცდილობს თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ჩინეთის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც პეკინში, სწორედ ამ განწყობით იყო ყველა შეხვედრა და ეს არის სწორედ, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ მხრივ სანიმუშო არის ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა გარკვეული პერიოდის წინ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1794298028
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ, დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც
„მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრ...
1794296973
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე – „ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს“
არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ხუთდღიანი დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადის შემდეგ, დღეს დაიწყება სასამართლო...
1794296159
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა. სამართალდარღვევები დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. შუ...
1794295455
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგა...
1794295231
ახალი ამბები„ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა“ - პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელო...






























