არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენ

საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო სხდომაზე ოპოზიციის სტრატეგიასა და პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

გორდულაძის შეფასებით, რამდენდღიანი განხილვების შემდეგ ოპოზიცია მიხვდა, რომ ტყუილებსა და მანიპულაციებს აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ ახლა მძიმე თავდაცვის რეჟიმში იმყოფებიან და რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენ.

„ამ რვა დღის განმავლობაში ისინი დარწმუნდნენ, რომ სტრატეგიას, ტყუილების თქმას, ფაქტებით მანიპულირებას, ერთი და იმავეს გამეორებას უბრალოდ აზრი არა აქვს მათთვის და არიან მძიმე თავდაცვის რეჟიმში. ახლა, რას აკეთებენ?  ახლა ცდილობენ, რომ სასამართლო სხდომა გადაზარდონ პოლიტიკურ დებატებში, შოუ შექმნან, ერთსა და იმავეს საუბრობენ. ადგილიდან წამოძახილებით, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთნი არიან, ერთი ორგანიზმი და ერთი დიდი ორგანიზმის განაყოფი, რომ თითქოს სასამართლოში მათ არ ეძლევათ მტკიცებულების გამოკვლევის შესაძლებლობა და ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხდომის ოქმში დაფიქრდესო.

ამ ხნის განმავლობაში ჯერ ამბობდნენ, რომ სარჩელში რა მტკიცებულებებია მითითებული ვერ გავიგეთო. მერე საუბრობდნენ, რომ ეს მტკიცებულებები ვის მიემართება, რომელ ჩვენგანს, ესეც გაუგებარიაო. დღეს გამოვიდნენ და საუბრობენ, რომ იმდენი მტკიცებულება არის თურმე წარმოდგენილი, რომ ამოიბეჭდოს, სატვირთო მანქანებით იქნება წარმოსადგენი საკონსტიტუციო სასამართლოშიო და ახლა მათ გამოკვლევას ცდილობენ. მოდი ჩამოყალიბდნენ, სარჩელს მტკიცებულებები თან ახლავს თუ არ ახლავს.

წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთია საგამოძიებო კომისიის დასკვნის სახით - თუ იმდენია, რომ სატვირთო მანქანა არის საჭირო მის მოსატანად საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ შორის საჯარო ინფორმაცია, იქნება ეს ვიდეოები თუ მათ მიერ გაჟღერებული სხვადასხვა ინტერვიუები, ეს სარჩელს ახლავს თუ არ ახლავს? იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის, საკუთარი თავის საპირისპირო ჩვენებებსაც კი აძლევენ.

და მთავარი რა არის - რომ საზოგადოებაში როგორმე აღქმა ჩამოაყალიბონ, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით აზრი დააფიქსირონ.

ჩვენ დღეების განმავლობაში ვისმენდით ზუსტად ერთსა და იმავეს, სხვადასხვა ე.წ. პარტიის წარმომადგენლისგან. როდესაც ამ ყველაფრის შესაძლებლობა მათ ჰქონდათ და აქვთ ისევ, რომ ისევ და ისევ დეზინფორმაცია გაავრცელონ და მერე ეს აღქმა შექმნან, რომ თითქოს მტკიცებულებებს ვერ იკვლევენ. ეს ისევ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა არის, რომლის მიზანი საზოგადოებრივ აზრის ფორმირება, სიცრუის გავრცელება, როგორც ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია 2004 წლიდან დაწყებული, დღევანდელ დღემდე.

როდესაც, მაგალითად, გახარიას პარტიას ჰქონდა კოალიცია - ვინმეს არ ახსოვს, რომ 2021-2024 წლებში მათ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად თანამდებობები გაინაწილეს ოთხ მუნიციპალიტეტში? როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შენ შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს - რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც არის 2004-2012 წლებში ჩადენილი და არა თუ არ ემიჯნები, პირიქით, ამ ყველაფრის მონაწილე ხარ.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად ჰიტლერი გადარჩებოდა და ჰიტლერთან ვინმე შევიდოდა კოალიციაში, რა თქმა უნდა სრულად აიღებდა ის პასუხისმგებლობას იმ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც ჰქონდა ჰიტლერს და მის პარტიას ჩადენილი. ახლა გამოდიან და ჩვენ რანაირად მოგვემართებაო, ძალიან კარგადაც იციან რა მიემართება და რა არაკონსტიტუციური ნაბიჯები აქვთ მათ.

ამავდროულად, თითოეული პარტიის - ერთი პარტიის ქმედებები არის არაკონსტიტუციური ხოლო მით უმეტეს, როდესაც ესენი ერთიანი ორგანიზმად მოქმედებენ ხომ მით უმეტეს ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუძემდებელ პრინციპებს როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794300398

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერც...

შალვა პაპუაშვილი

1794299517

ახალი ამბები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გ...

„არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია

1794299184

ახალი ამბები

პროკურატურამ 2000-2001 წლებში სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების ფაქტზე სპორტის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრ...

პროკურატურა

1794299138

ახალი ამბები

კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ

„თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ ქვეყანა დააზიანო“, - ამის შესახებ დედაქ...

კახა კალაძე

1794299077

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს და ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთ...

ირაკლი კობახიძე