არჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები, სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარეზე გაამახვილა ყურადღება.

მანვე აღნიშნა, რომ მხარეებს არ აქვთ უფლება მოსარჩელეს მიუთითონ და მოსთხოვონ სარჩელიდან კონკრეტული მტკიცებულებების ამოღება.

გორდულაძის შეფასებით, პროცესის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, არ უნდა გაჩნდეს მცდარი შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმეს მტკიცებულებების გამოკვლევის ან პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ ეძლევა.

„ამ ხნის განმავლობაში ჯერ ვისმენდით, რომ სარჩელში არავითარი მტკიცებულება არ არისო. შემდეგ, ვისმენდით ახსნა-განმარტებებს და იმ საკითხებზე საუბრობენ, რაც სარჩელში იყო მითითებული, ან უტრირებას, ან ტყუილს.

დღეს გამოდიან და საუბრობენ, რომ იმდენი მტკიცებულება არის თურმე დართული, რომ შეიძლება სატვირთო მანქანები დასჭირვებოდა მხარეს, რომ ამოებეჭდა და ისე მოეტანა. ჩამოვყალიბდეთ, ამ სარჩელს მტკიცებულებები თან ახლავს თუ არ ახლავს.

რაც შეეხება გამოკვლევას, თუ ვინმეს აქვს სურვილი, საგამოძიებო კომისიის სხდომები, რომელიც, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს ყველაფერი გადმოვიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები.

რაც შეეხება ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც არის ეს ჩამოყალიბებული ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით. თუ ვინმეს კონკრეტულ მტკიცებულებებთან პოზიციის დაფიქსირება უნდა, აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე მხარეს. მაგრამ თუ ვინმე მიგვითითებს, რომ იცით რა, კეთილი ინებეთ და რომელიმე მტკიცებულებები სარჩელიდან ამოიღეთო და მითითებით რეჟიმში უნდა იყოს ჩვენი მოსარჩელე მხარისადმი, ეს არც პროცესში წერია, მათ შორის არც საერთო სასამართლოების პრაქტიკით არის დადგენილი.

მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც სხვა ყველა სხდომები, ეს სხდომაც გადაიცემა პირდაპირი ეთერით და საზოგადოების აზრის ჩამოსაყალიბებლად, მათზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლო ვინმეს რაიმე მტკიცებულების გამოკვლევის და ამ მტკიცებულებაზე თავისი აზრის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს, ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობა არც კი უნდა გაჩნდეს.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, ის, რაც ჩამოყალიბებულია 30 წლის განმავლობაში, ვინმეს შეიძლება მოსწონდეს ეს პრაქტიკა, ვინმეს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედით, ეს უნდა იყოს ისე, როგორც არის ორგანული კანონით და სასამართლოს პრაქტიკით გათვალისწინებული. თუ ვინმეს რამე პოზიციის დაფიქსირება უნდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა შეუძლია და აქამდეც შეეძლოთ, დაეფიქსირებინათ“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794299184

ახალი ამბები

პროკურატურამ 2000-2001 წლებში სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების ფაქტზე სპორტის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრ...

პროკურატურა

1794299138

ახალი ამბები

კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ

„თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ ქვეყანა დააზიანო“, - ამის შესახებ დედაქ...

კახა კალაძე

1794299077

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს და ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთ...

ირაკლი კობახიძე

1794298789

საზოგადოება

კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს

„ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობები დიდ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს. „ვიცე-პრეზიდენტის...

კახა კალაძე

1794298028

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ, დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც

„მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრ...

თორნიკე ჭეიშვილი