გიორგი ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე: აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი? ან იქნებ, მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნით ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები იმისათვის, რომ საზოგადოებას მთელი რიგი მიმართულებით ვითარება შეუმსუბუქდეს.

„აუცილებელია, ზედმიწევნით ვიცოდეთ რეალური მდგომარეობა და ზედმიწევნით ვიცოდეთ ის მარშრუტი, რომელსაც საქონელი გადის ბაზებიდან, საიდანაც მოედინება დახლებამდე და რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს განგებ მოგონილი საბოტაჟი. ან, იქნებ, რაიმე მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს. მე ვფიქრობ, რომ თავად საკითხის შესწავლის დაწყება, რომელიც პრემიერმა დააანონსა, გულისხმობს იმას, რომ არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები, იმისთვის, რომ საზოგადოებას მძიმე ტვირთი მოვუხსნათ მთელი რიგი მიმართულებებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769245537

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი „საია“-ს სარჩელზე: საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს, მით უმეტეს, არ ვიცოდით, რომ „საია“-ს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდა

„საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „საია“-ს სარჩელთან და...

გია ვოლსკი

1769245480

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: „ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა, რაც საია-მ იკადრა და შეეცადა, საზოგადოება მოეტყუებინა, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა

რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები - მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნებ...

 დავით მათიკაშვილი

1769245429

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი საია-ზე: რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ

რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები - მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნებ...

გიორგი სოსიაშვილ

1769244256

ახალი ამბები

გურიის სოფლებში, ღრმაღელესა და ნიგვზიანში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

გურიის რეგიონში, სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრი...

ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

1769243568

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე პრემიერის ინიციატივაზე: მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით

მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით, - განაცხადა რეგიონულ...

ზვიად შალამბერიძე