დავით მათიკაშვილი: სურსათზე, მედიკამენტებზე და საწვავზე ფასები უნდა დარეგულირდეს, ფასები უნდა დაიწიოს იმ ზღვრამდე, რაც არის ლოგიკური და მიღებული ევროპულ ქვეყნებში
„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვს პრემიერ-მინისტრს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავიზიარებთ და შესაბამის დროებით კომისიას შევქმნით. სურსათზე, მედიკამენტებზე, საწვავზე ფასები უნდა დარეგულირდეს. ფასები უნდა დაიწიოს იმ ზღვრამდე, რაც არის ლოგიკური და მიღებული ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ფასებთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს და გახდეს ისეთი, როგორიც ევროპული ქვეყნების პრაქტიკაშია დანერგილი.
„გაიმართა უკვე რამდენიმე შეხვედრა, საზოგადოებამ იხილა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრები. ჩვენ ველოდებით პარლამენტში შესაბამისი კომისიის შექმნას და მუშაობის დაწყებას, ხელისუფლება გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს კანონის ფარგლებში, რომ დადგენილი არასწორი პრაქტიკა შეიცვალოს მართებული და კანონიერი პრაქტიკით და ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იმ ფასებში, რაც არის კონკრეტული პროდუქტისთვის ლოგიკური ფასნამატის თვალსაზრისით შეიძინონ პროდუქცია და არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს ორმაგ, სამმაგ და ოთხმაგ ფასებში, სამწუხაროდ დახლიდან გათვალისწინებული ფასნამატით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
1769245537
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი „საია“-ს სარჩელზე: საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს, მით უმეტეს, არ ვიცოდით, რომ „საია“-ს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდა
„საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „საია“-ს სარჩელთან და...
1769245480
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: „ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა, რაც საია-მ იკადრა და შეეცადა, საზოგადოება მოეტყუებინა, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა
რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები - მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნებ...
1769245429
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი საია-ზე: რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ
რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები - მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნებ...
1769244256
ახალი ამბებიგურიის სოფლებში, ღრმაღელესა და ნიგვზიანში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა
გურიის რეგიონში, სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრი...
1769243568
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე პრემიერის ინიციატივაზე: მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით
მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით, - განაცხადა რეგიონულ...































