ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებმა უსამართლო დამოკიდებულება უნდა შეცვალონ, სწორედ ამ დამოკიდებულების გამოძახილია პაველ ჰერჩინსკისა და ფიშერის თავხედური განცხადებები

ევრობიუროკრატებმა საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო დამოკიდებულება უნდა შეცვალონ. სწორედ ამ უსამართლო დამოკიდებულების გამოძახილია პაველ ჰერჩინსკისა და ფიშერის თავხედური განცხადებები, ქცევები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ჰერჩინსკი მანამდე თუ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ესხმოდა თავს, ამ შემთხვევაში, უკვე თავდასხმა მთლიანად სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე დაიწყო“.

„ევრობიუროკრატებმა თავიანთი მიდგომები უნდა შეცვალონ – ან უნდა შეეგუონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერ ანაცვლებენ ვერც არჩევნებით და ვერც რევოლუციის გზით, რომელიც რამდენჯერმე სცადეს, ან ევროპელ ხალხში გამოფხიზლებას დაველოდოთ, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. ამერიკამ ზუსტად იმ მახინჯ იდეოლოგიაზე თქვა უარი, რასაც ეს ევრობიუროკრატები ავრცელებენ. ასევე, უარი თქვეს იმ მანკიერ პოლიტიკაზე, რასაც ევრობიუროკრატები აწარმოებენ. შესაბამისად, ევროპელმა ხალხმაც უნდა მიბაძოს ამერიკელ ხალხს და ეს არარჩეული ბიუროკრატები შეიცვალოს, მმართველობაში უნდა მოვიდნენ ისეთი ბიუროკრატები, ვისთვისაც რეალურად მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ღირებულებები, ფასეულობები. ჰერჩინსკის განცხადება ცალსახად თავხედურია, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრება, რომ ბნელ, სამოქალაქო ომის პერიოდში დავბრუნდებით. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა თავხედურ განცხადებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777379317

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი

„ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი, რაც შეეხება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პოლიტიკური დ...

 ირაკლი კობახიძე

1777379223

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ

„ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეტერთმეტე ფანჩატური და მეტერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე

1777379072

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს არის ძალიან მძიმე

„როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟუ...

ირაკლი კობახიძე

1777378960

ახალი ამბები

პრემიერი: საჭიროა მუდმივი სიფხიზლე, ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, სჭირდება გაგრძელება

ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის...

ირაკლი კობახიძე

1777378512

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე

კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...

ირაკლი კობახიძე