ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირის მომავალ წევრს ვეტოს უფლება თუ არ უნდა ჰქონდეს, კითხვის ნიშნები გაჩნდება იმ სურვილებთან, რაც კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვთ

„ვეტოს დაძლევის მექანიზმის საკითხზე მუშაობა მიდის და საბოლოო შედეგი არ ვიცით, თუმცა საბოლოო შედეგი ის თუ იქნება, რასაც აანონსებენ, ეს ძალიან მძიმეა“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიცია, როგორიცაა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის შეზღუდვა და ვეტოს თავიდან აცილების მექანიზმი, კანდიდატ ქვეყნებს კითხვის ნიშნებს უჩენთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„გავიხსენოთ, რომ დღევანდელი პოზიცია, რაც ჯერ ევროკავშირს არ გადაუხედავს არის, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები უნდა აიკრძალონ. შესაბამისად თუ მომავალმა წევრმა ურთიერთობა უნდა აიკრძალოს ტრამპის ადმინისტრაციასთან და ამავე დროს ვეტოს უფლება არ ჰქონდეს, კითხვის ნიშნები გაჩნდება იმ სურვილებთან დაკავშირებით, რაც კანდიდატ ქვეყნებს აქვთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს პოზიცია უფრო მკაფიო ყოფილიყო და ოფიციალურ პირებს უფრო მეტი განმარტება გაეკეთებინათ”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790751957

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკო...

დაკავება, პოლიცია

1790751102

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1790748959

საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: 81 ათას ადამიანს, ოჯახს შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა, 40-ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე

81 ათას ადამიანს, ოჯახს შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა. 40-ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...

აკაკი ალადაშვილი

1790748037

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი IRI-ის კვლევაზე: მოსახლეობა ოპოზიციისგან, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა აგენტურით არის დაკომპლექტებული, მხოლოდ საბოტაჟის მცდელობას ხედავს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით უმრავლესობაში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული შედეგი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის და ოპო...

ლევან მაჭავარიანი

1790747369

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირის მომავალ წევრს ვეტოს უფლება თუ არ უნდა ჰქონდეს და პარალელურად, უნდა აიკრძალოს ურთიერთობა აშშ-თან, კითხვის ნიშნები გაჩნდება იმ სურვილებთან, რაც კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვთ

„შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს, ამავდროულად სურ...

ლევან მაჭავარიანი