ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირის მომავალ წევრს ვეტოს უფლება თუ არ უნდა ჰქონდეს და პარალელურად, უნდა აიკრძალოს ურთიერთობა აშშ-თან, კითხვის ნიშნები გაჩნდება იმ სურვილებთან, რაც კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვთ

„შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს, ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას წარადგენს, რომლის მიზანიც ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლების გვერდის ავლით პროცესების დაჩქარებაა.

„უსამართლოა [ევროკომისიის გადაწყვეტილება] და ეს არ არის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული. ვინც არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი - ქალბატონი მარტა კოსის ბოლოდროინდელი განცხადებაა, რომ კანდიდატ წევრებს უნდა აეკრძალოთ აშშ-თან ურთიერთობა. შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

Rapporteur-ის ინფორმაციით, ევროკომისია გადაწყვეტილების მიღების რეფორმას გეგმავს, რათა წევრი ქვეყნების ვეტოს უფლებას გვერდი აუაროს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790846884

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან

„აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდე...

ლევან მაჭავარიანი

1790846232

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია პარტია

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულნი ის...

ექსპერტი

1790845103

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: გახარიას პარტიას 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის ჩავარდნის შემდეგ გაუჩნდა პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მანამდე ბუჩქებში ისხდნენ და ელოდებოდნენ, იქნებ ეს ყველაფერი შემდგარიყო

„გახარია საქართველოსთვის“ არის პარტია, რომელსაც 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარით ჩვენი ქვეყნის ჩამონგრევის მცდელობის ჩავარდნის შემდეგ გაუჩნდა პარლამენტში შემოსვლის სურვილი, თორემ მანამდე ბუჩქებში ისხდ...

დავით მათიკაშვილი

1790844774

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა სისტემამ, აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რათა შუა დერეფანი გახდეს კონკურენტუნარიანი, სანდო და ეფექტიანი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კვლევა შეიმუშავა. მისივე თქმით, თბილისში მიმდინარე დ...

თამარ იოსელიანი

1790844047

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: 1-ელი ოქტომბერი მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით - გილოცავთ და ჯანის სიმრთელე, კარგ ადამიანს და ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს

„პირველი ოქტომბრის გამარჯება, მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით. ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი. ეს კაცია, ბიძინა ივან...

გიორგი გამსახურდია