მედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს, ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს

ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხის ჟურნალისტი ამიტ სეგალი ავრცელებს.

მისი განცხადებით, ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა ბორტზე მყოფმა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.

„ვითარების შეფასებისა და მგზავრების ჩვენებების საფუძველზე, ისრაელი მომხდარს სრულმასშტაბიან ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს. არსებული ინფორმაციით, მეორე პილოტმა კაპიტანს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდასხმიდან მალევე ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და მგზავრი კაბინაში შეიჭრა და თავდამსხმელის შეჩერება შეძლო.

ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, მეორე პილოტს ამჟამად ჰკითხავენ. სულ უფრო მეტი გარემოება მიუთითებს, რომ მას თვითმფრინავზე კონტროლის დამყარება და ბორტზე მყოფ მგზავრებთან ერთად მისი ჩამოგდება ჰქონდა განზრახული“, - წერს ჟურნალისტი.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ბორტზე გადაღებული ფოტომასალა, რომელზედაც რამდენიმე ადამიანია გამოსახული, რომლებსაც მაისური სისხლით აქვთ დასვრილი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790753908

საზოგადოება

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა. პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზ...

საქსტატი

1790752731

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო, ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს

„მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო, სამწუხაროა, რომ წარსულში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ დონემდე დახვედით და კომიკურობამდე მისულ კიდევ ერთ პერსონას დაემსგავსეთ. დიახ,...

ირაკლი კირცხალია

1790751957

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკო...

დაკავება, პოლიცია

1790751102

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1790748959

საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: 81 ათას ადამიანს, ოჯახს შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა, 40-ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე

81 ათას ადამიანს, ოჯახს შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა. 40-ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...

აკაკი ალადაშვილი