ირაკლი კირცხალია: მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო, ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს

„მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო, სამწუხაროა, რომ წარსულში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ დონემდე დახვედით და კომიკურობამდე მისულ კიდევ ერთ პერსონას დაემსგავსეთ. დიახ, თქვენ სააკაშვილის გზით წახვედით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომლითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება.

ირაკლი კირცხალიას თქმით, ღარიბაშვილი ბოლომდე დაემსგავსა სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს.

„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა.

წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები მისთვის დაგებულ ვერაგულ, თუმცა, არარსებულ მახესა და მის პატიმრობაზე კეთდებოდა, ახალი წერილი თავიდან ბოლომდე ქვეყნის წინაშე მის დამსახურებას მიეძღვნა. ღარიბაშვილი „ქართული ოცნების” გუნდს მხოლოდ ფორმალურად ახსენებს და თითოეულ იმ წარმატებას, რომელსაც მისი მეორედ პრემიერ – მინისტრობის პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, მხოლოდ საკუთარ თავზე მიიწერს. რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკიდურესად სუბიექტურად ინტერპრეტირებულ ფაქტებთან დაკავშირებითაც შეიძლება განხილვაში შესვლა და მოვლენების ობიექტური ანალიზით მისი რეალური მნიშვნელობის უკეთ ჩვენება, თუმცა, ასეთი აბსურდული პოლემიკა საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და, ბუნებრივია, ჩვენ აღნიშნულ განხილვაში შესვლას არ ვაპირებთ.

ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ისევე, როგორც მთელ ქართულ საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილთან ერთადერთი შეკითხვა გვაქვს, რომელსაც უკვე დიდი ხანია გაურბის. უშინაარსო წერილებისგან განსხვავებით, აღნიშნულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მართლაც საინტერესო იქნებოდა და ბოლოს და ბოლოს ნათელს მოჰფენდა თუ საიდან დააგროვა მილიონობით ლარის ღირებულების პირადი ქონება, რომლის არაკანონიერი გზით დაგროვების შესახებაც, თავადვე აღიარა და პატიმრობაშიც წავიდა.

სწორედ ამიტომ, მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დანაშაული მოგენანიებინათ, რომელიც, კიდევ ერთხელ განვმეორდები, თავადვე აღიარეთ და დასმულ შეკითხვაზე პასუხი გაგეცათ, ქართველი ხალხის წინაშე, მკვეთრად გადაჭარბებულად შეფასებული თქვენი დამსახურებების წამოძახებით დაკავდით. სამწუხაროა, რომ წარსულში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ დონემდე დახვედით და კომიკურობამდე მისულ კიდევ ერთ პერსონას დაემსგავსეთ. დიახ, თქვენ სააკაშვილის გზით წახვედით, რომლის მიერ ჩადენილი უკანონობის უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა მაინც უტიფრად გვიმტკიცებს, რომ უდანაშაულოა.

ხალხის კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვას „პიჯაკების საქმედ” ნათლავს და ისე, როგორც თქვენ, მანაც დააგროვა მილიონობით ღირებულების ქონება, რომლის წარმომავლობაზე საუბარიც არ სურს. მეტიც, ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს, მხოლოდ საკუთარ როლზე საუბრობს და ქართველს ხალხს განაწყენებული საყვედურობს, რომ მისი „ღვაწლის” დაფასების ნაცვლად, დღეს კუთვნილ და დამსახურებულ სასჯელს იხდის.

მინდა, გულწრფელად გისურვოთ, რომ მომდევნო წერილში, რომელიც, ეჭვი მაქვს, თქვენი სახელით ძალიან მალე გამოქვეყნდება, ბოლოს და ბოლოს შეეშვათ საკუთარი მიღწევების გაზვიადებას და ტრაბახს, თითქოს, საქართველო თქვენ ააშენეთ. ერთადერთი მართლაც საინტერესო რამ შეგიძლიათ, გააკეთოთ, თქვენ უნდა უპასუხოთ ყოფილს პოლიტიკურ გუნდსა და ქართველ ხალხს საიდან დააგროვეთ მილიონობით ღირებულების პირადი ქონება? თუმცა, თუ თქვენი განცხადებების ბოლოდროინდელ შინაარსსა და განვითარების მიმართულებას გავითვალისწინებთ, ბევრად დიდი შანსია, „სააკაშვილის გზა” განაგრძოთ და ამჯერად, საკუთარი თავი უახლესი საქართველოს მამად წარმოგვიჩინოთ“, – წერს კირცხალია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790748037

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი IRI-ის კვლევაზე: მოსახლეობა ოპოზიციისგან, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა აგენტურით არის დაკომპლექტებული, მხოლოდ საბოტაჟის მცდელობას ხედავს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით უმრავლესობაში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული შედეგი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის და ოპო...

ლევან მაჭავარიანი

1790747369

საზოგადოება

მაჭავარიანი: შეიძლება ისიც კი ივარაუდო, ხელოვნურად არ სურს ევროკავშირს გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, ვეტოს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა

„შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს, ამავდროულად სურ...

ლევან მაჭავარიანი

1790746044

საზოგადოება

ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება, პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. ცვლილების მიხედვით, მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი ასი ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან. გასული წლის მონ...

პარლამენტი

1790745078

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 სექტემბერს საქართველოში

30 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...

ამინდი ამინდი

1790714630

ახალი ამბები

აკაკი ალადაშვილი: ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას, სინამდვილეში ბევრად უფრო ნაკლები აქვთ

ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა...

აკაკი ალადაშვილი