ლევან მაჭავარიანი: კარგად გვახსოვს როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად
USAID-ის ფაილებში ფიგურირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არჩევნების წინ, 2024 წელს სოციალური ქსელების მონიტორინგისა და პლატფორმებთან, მათ შორის, Meta-სთან კოორდინაციის დეტალები.
დოკუმენტებში საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერები ორ ძირითად ფაილში გვხვდება: პირველი არის 2024 წლის 16 აგვისტოთი დათარიღებული ელექტრონული მიმოწერა წინასაარჩევნო პერიოდში Meta-სთან პირდაპირი საკონტაქტო არხის დამყარების შესახებ, ხოლო მეორე - შიდა ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს USAID/Georgia-ს პროგრამის მუშაობის სქემას Facebook/Meta-სთან კონტენტის მოდერაციისა და გვერდების გაუქმების მიმართულებით.
არქივში გამოქვეყნებულ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დოკუმენტში საქართველო უკრაინასა და ნიგერიასთან ერთად მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი პიონერი ქვეყანა, სადაც არჩევნების პერიოდში სოციალური მედიის დეზინფორმაციის მონიტორინგის ახალი მეთოდოლოგიების ტესტირება და საპილოტე პროგრამების განხორციელება ხდებოდა.
გამოქვეყნებული მასალებით მტკიცდება, რომ USAID-ს შექმნილი ჰქონდა პროპაგანდისტული ქსელი, რომელშიც შედიოდნენ ადგილობრივი ენჯეოები, ე.წ. მედია, ექსპერტები, ასევე, სოცქსელების კომპანიები. ამ ქსელის მეშვეობით ისინი ორკესტრირებულად იწყებდნენ იმ საკითხებისა და გზავნილებს გაჟღერებას და წინ წამოწევას, რომელიც თავად სჭირდებოდათ. პარალელურად, კი მედია სივრციდან აქრობდნენ და დისკრედიტაციას უწევდნენ მათთვის არასასურველ ინფორმაციას და გამოცემებს.
მმართველ გუნდში ამბობენ რომ USAID-ის ფაილები, ადასტურებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ „ფერადი რევოლუციების“ გლობალური მანქანა შექმნა, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში აქტიურად მუშაობდა. „ქართული ოცნება“ USAID-ს კრიმინალურ ორგანიზაციად მოიხსენიებს და ქართული ოპოზიციის როლზე საუბრობს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ყველას კარგად ახსოვს თუ როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა.
„კარგად გვახსოვს თუ როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად რუსული კანონის საკითხის გარშემო და იქ მთავარი არგუმენტი რა იყო? ამ აგენტურის მხრიდან მთავარი არგუმენტი იყო, თურმე როგორ შეიძლებოდა „ქართულ ოცნებას“ ეჭვქვეშ დაეყენებინა USAID-ის დაფინანსება.
მოვიდა ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია ფაქტებით და მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ არის კრიმინალური ორგანიზაცია და ფაქტებით და მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ არა მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, არამედ უშუალოდ საქართველოშიც USAID-ის ფული ხმარდებოდა ქვეყანაში არეულობის მოწყობას, რევოლუციების დაგეგმვას და ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი იდეოლოგიის თავსმოხვევას“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1795636558
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის, ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დაატრიალებენ ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში
ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის. შესაბამისად, მათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დ...
1795636009
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე მხარეზე: უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი
რაც უფრო მეტ საუბრობენ [მოპასუხე მხარე], კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუ...
1795634938
საზოგადოებაგიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ზუსტად ამ პრობლემების გადასაწყვეტად
საქართველოსა და რუსეთს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია გრძელდება, საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ სა...
1795630668
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი: ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, ახლა სწორედ ამიტომ კადრულობს ყველაფერს, რადგან კომპრომეტირებული ფიგურაა
ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი...
1795627436
საზოგადოებაპრემიერი: ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ეს პროგრამა მოქმედებს 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა
„2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქარ...


























