ლევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის

თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

მისივე თქმით, მოპასუხე მხარე პოლიტიკურად ბოლომდე დამარცხებულია.

„თავიდან ბოლომდე გაშიფრული აგენტები არიან ოპოზიციურ ფლანგზე, ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. სუბიექტურად, ნებისმიერი მმართველი ძალა ინატრებდა ასეთ ოპოზიციას, რამდენი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, ყველგან დავამარცხებთ გამანადგურებელი ანგარიშით, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, შესაბამისად, ჩვენ ვიყავით ვალდებულები გადაგვედგა ის ნაბიჯები, რაც გადავდგით. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალებს ექნებათ გაცილებით მეტი მოტივაცია, რომ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და გაგვიწიონ ჯანსაღი ოპონირება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795626933

საზოგადოება

პრემიერი: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს

მიხარია, რომ დღეს ვესწრებით ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვხსნით თოდუას კლინიკის ახალ, 9-სართულიან კორპუსს. ეს არის 35-წლიანი ისტორიის მქონე დაწესებულება და ეს მასშტაბური პროექტი რეგიონში მედიცი...

ირაკლი კობახიძე

1795622058

საზოგადოება

ილია თოფურიას 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს

ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ UFC-ში 2025 წელს შესრულებული საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო. თოფურიამ აღნიშნული ჯილდო ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ მოპოვებული ეფექტური გამარ...

ილია თოფურიას

1795620638

ახალი ამბები

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-55)ძირულა-ხარაგაული-მოლითი...

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთ

1795617961

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტებზე: ამას ყველაზე არასერიოზულ რეზოლუციას დავარქმევდი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ ცალ...

ზვიად შალამბერიძე

1795616093

საზოგადოება

ალექსანდრე ტაბატაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში გვაქვს სტაბილური მდგომარეობა, ვინარჩუნებთ მშვიდობას, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა და ვიცავთ სუვერენიტეტს

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, მოსმენის დასრულების შემდეგ, მედიასთან შეაფასეს 2025 წლის ანგარიში. პარლამენტის...

ალექსანდრე ტაბატაძე