მაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტასა და საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში არსებულ ინფორმაციულ ხარვეზებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშის მომზადება კონკრეტულ წესებსა და პროცედურებს ეფუძნება და ის სრულყოფილად უნდა ასახავდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. თუმცა, მისი შეფასებით, ანგარიშში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ხვდება.

„ინფორმაციულად ბევრი აკლდა და აკლია ამ ანგარიშს იმისათვის, რომ სრულყოფილად იყოს განხილული, როგორც შეფასებითი ანგარიში ქვეყნის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის სხვადასხვა ფორმატის შეჩერებაზე გაამახვილა.

როგორც მან აღნიშნა, ასოცირების შეთანხმება საქართველოსთან, როგორც ასოცირებულ პარტნიორთან, თანამშრომლობისა და დიალოგის კონკრეტულ ფორმატებს ითვალისწინებს, რომელთა ფუნქციონირება ევროკავშირის მიერ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული.

„ასეთი შეხვედრები ორი წელია არ გამართულა, შესაბამისად, ევროკავშირის სტრუქტურებს, ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურებს ორი წელია არც ერთ დონეზე არ მოუსმენიათ საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესში.

„დიალოგის ფარგლებში განიხილებოდა ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ევროკავშირთან თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები. შეხვედრები იმართებოდა როგორც პოლიტიკურ, ისე ტექნიკურ დონეზე, რაც ევროკავშირის შესაბამის სამსახურებს საქართველოს პოზიციისა და განხორციელებული საქმიანობის უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას აძლევდა“, - აღნიშნა მან.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკომისიას საქართველოსგან წერილობითი ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება, თუმცა ანგარიშში ამ ინფორმაციის ასახვა და გათვალისწინება არასრულყოფილია. ამასთანავე, ანგარიშში წარმოდგენილ ფაქტობრივ ინფორმაციასა და მის საფუძველზე გამოტანილ შეფასებებს შორის აშკარა შეუსაბამობაა.

„თუ ვნახავთ ფაქტობრივ ინფორმაციებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოცემულია ნეიტრალურ კონტექსტში ანგარიშში და შემდგომ ამ ინფორმაციებზე დაფუძნებით უკვე დასკვნებს, რომლებიც ძირითადად არის უკვე ნეგატიურ კონტექსტში მოცემული, ესეც კი არ არის თანხვედრაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, გასული წლის მსგავსად, წელსაც საფუძვლიანად გააანალიზებს ევროკომისიის ანგარიშს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ამ ანგარიშზე. ანგარიში მოიცავს ზოგადად ძალიან ბევრ საკითხს და ბევრი უწყების მუშაობასთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვაპირებთ, კვლავ გავუგზავნოთ ევროკომისიას ჩვენი კომენტარები ანგარიშთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795636009

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე მხარეზე: უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი

რაც უფრო მეტ საუბრობენ [მოპასუხე მხარე], კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუ...

ლევან მაჭავარია

1795634938

საზოგადოება

გიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ზუსტად ამ პრობლემების გადასაწყვეტად

საქართველოსა და რუსეთს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია გრძელდება, საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ სა...

გიორგი ზურაბაშვილი

1795630668

საზოგადოება

შაკო კუჭაშვილი: ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, ახლა სწორედ ამიტომ კადრულობს ყველაფერს, რადგან კომპრომეტირებული ფიგურაა

ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი...

შაკო კუჭაშვილი

1795627436

საზოგადოება

პრემიერი: ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ეს პროგრამა მოქმედებს 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა

„2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქარ...

ირაკლი კობახიძე

1795627013

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ

განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა. სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა...

ირაკლი კობახიძე