პრემიერი: ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ეს პროგრამა მოქმედებს 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა
„2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია.
„ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა. ყოველწლიური ბიუჯეტი 20-ჯერ გაიზარდა. 2013 წელს ბიუჯეტი იყო 70 მილიონი ლარი, 2023 წელს კი მილიარდს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი არის ყოველწლიურად მზარდი. მომავალ წელს ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით 150 მილიონით გაიზრდება და 1 მილიარდ 650 მილიონ ლარს მიაღწევს.
ეს მზარდი დაფინანსება ნიშნავს მთლიანად სამედიცინო სექტორის განვითარებას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ კერძო სექტორი მზარდ დაფინანსებას მაქსიმალურად უწყობს ფეხს. დღევანდელი დღეც, კლინიკის ახალი შენობაც არის ამ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ეხმარება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ესენი არიან პენსიონერები, ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, ვეტერანები, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები. სახელმწიფო სოციალური სტატუსის მიხედვით 70-დან 100%-მდე აფინანსებს გადაუდებელ და გეგმურ მკურნალობას, ქირურგიას, კარდიოლოგიას, მშობიარობას, რეაბილიტაციასა და მედიკამენტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1795614839
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: „ნაცები“ სასამართლოზე გვიმტკიცებენ, რომ მოგველანდა და 2012 წლამდე არ იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ვურჩევდი, ყოველ სასამართლო სხდომაზე ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ
„ნაცები“ სასამართლოს სხდომებზე გვიმტკიცებენ, რომ თურმე, ქართველ ხალხს მოგველანდა და 2012 წლამდე არ იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ბიზნესს რეკეტი, პატიმრების წამება-კვლა, რომ სტრატეგიული ობიექტები ოკ...
1795614234
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას შსს ავრ...
1795613998
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცი...
1795612609
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების შესაძლებლობები - ამ საკითხებს დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიო...
1795612104
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5919 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...



























